იტვირთება…
9 თარიღი · კვი, 29 ნოე – ოთხ, 30 დეკ
GABRIADZE WONDERS STATIONყველა თარიღი და ადგილი
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„შერეკილები“ 9 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: კვი, 29 ნოე. ადგილი: GABRIADZE WONDERS STATION. სალაროს ფასი 50 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
ისტორია პირველ სიყვარულზე, ვალებსა და თერმოდინამიკის კანონზე.
ზღაპრის ფაბულაზე დაყრდნობით „შერეკილები“ აბსურდის, სატირის, მაგიური რეალიზმისა და პოეტური დრამის ელემენტებს აერთიანებს.
ეს არის ამბავი ერთაოზზე, გულუბრყვილო სოფლელ ბიჭზე, რომელიც მამის ვალების გასასტუმრებლად დიდ სამყაროში მიდის ბედის საძიებლად.
მას მრავალი განსაცდელის გადალახვა უწევს. ხვდება ციხეში, სადაც უიღბლო სიყვარულის გამო დატყვევებულ მოხუც მეცნიერს გაიცნობს და სრულიად მოულოდნელად აკადემიურ განათლებასაც მიიღებს. ის და მოხუცი მეცნიერი, ერთად ჩაიფიქრებენ მსოფლიოში პირველი ცათმფრენი აპარატის აშენებას, რომელიც ყოფიერებაზე ამაღლებასა და თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარებათ.
"შერეკილები" გაბრიაძისეული სამყაროს კვინტესენციაა: პოეტური, ირონიული, ღრმად ადამიანური - და ამ ყველაფრის მიღმა - იშვიათი ლირიზმით გამსჭვალული.
ხანგრძლივობა: 90 წუთი
გაბრიაძის თეატრის სეზონის მხარდამჭერი - SOLO | Visa
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
პუნქტუალურობა: დაგვიანებული მაყურებელი არ დაიშვება სპექტაკლზე. დაგვიანების გამო წარმოქმნილი ხმაური ხელს შეუშლის როგორც მსახიობებს სცენაზე, ისე მაყურებელს დარბაზში და დაარღვევს ჩვენი ინტიმური თეატრის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
გაბრიაძის თეატრი Facebook /Instagram
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
GABRIADZE WONDERS STATIONIoane Shavteli St. 26, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)