იტვირთება…
მერცხალზე შეგიძლია ბილეთი იყიდო. თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ, შენი ბილეთი გასაყიდად განათავსე. აქ გაიგებ, როგორ მიიღებ ბილეთს, რა საკომისიოს იხდი და როდის ჩაგერიცხება თანხა.
ბილეთს ეძებ თუ ყიდი? ნახე, როგორ ხდება ბილეთის შეძენა, გადაცემა და თანხის ჩარიცხვა.
სალაროში ბილეთები ამოიწურა ან მერცხალზე ჯერ არავინ ყიდის? აირჩიე ღონისძიება და ჩართე შეტყობინება. როგორც კი ბილეთი გამოჩნდება, მოგწერთ.
აირჩიე ღონისძიებაჩემი შეტყობინებებიშეტყობინებები უფასოა და ნებისმიერ დროს შეგიძლია გამორთო.
1 ადამიანი ელოდება ბილეთს:მაკნატუნაგაქვს ბილეთი? გაყიდე
მყიდველი ბილეთის სრულ ფასს ხედავს. გამყიდველი კი განთავსებამდე იგებს, რამდენს მიიღებს საკომისიოს ჩამოჭრის შემდეგ.
ბილეთის ფასი60 ₾იხდი60 ₾ყველა საკომისიო ფასშია
განცხადებაში ნაჩვენებ ფასში მერცხლის და ბარათით გადახდის საკომისიოც შედის. გადახდამდე ზუსტად გეცოდინება, რამდენს იხდი.
ამ ფასზე სტანდარტული საკომისიო 10%-ია. საკომისიო ბილეთის ფასისა და გამყიდველის სტატუსის მიხედვით განისაზღვრება. ზუსტ საკომისიოსა და მისაღებ თანხას განთავსებამდე ნახავ.
ნომინალური ფასი ის თანხაა, რაც ბილეთი თავდაპირველად სალაროში ღირდა. გასაყიდ ფასს თავად გამყიდველი ადგენს — ის შეიძლება ნომინალზე მეტი ან ნაკლები იყოს. სხვაობას თითოეულ განცხადებაში ნახავ.
შეძენამდე ნახე, როგორ გადმოგეცემა ბილეთი. ამისთვის ოთხი გზა არსებობს.
გამყიდველი tkt.ge-დან ან biletebi.ge-დან მიღებულ ორიგინალ წერილს ატვირთავს, ჩვენ კი მის ციფრულ ხელმოწერას ვამოწმებთ. შეძენისთანავე ბილეთი შენია. მის ფაილს შეკვეთის გვერდზე ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე ნახავ და ჩამოტვირთავ. როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ელფოსტით შეგატყობინებთ.
გამყიდველის ატვირთულ ბილეთს ჩვენი გუნდი გაყიდვამდე ამოწმებს. შეძენისთანავე ბილეთი შენია. მის ფაილს შეკვეთის გვერდზე ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე ნახავ და ჩამოტვირთავ. როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ელფოსტით შეგატყობინებთ.
შეკვეთის გვერდზე მიუთითე ანგარიში, რომელზეც ბილეთის მიღება გსურს. გამყიდველი ბილეთს უშუალოდ ბილეთების საიტიდან გამოგიგზავნის, მაგალითად, tkt.ge-ზე ფუნქციით „მეგობრისთვის გაგზავნა“. შეამოწმე, რომ ბილეთი შენს ანგარიშზე გამოჩნდა.
შეუთანხმდი გამყიდველს შეხვედრაზე და ფიზიკური ბილეთი ან მოსაწვევი პირადად მიიღე. შეკვეთის გვერდზე ნაჩვენები კოდი მხოლოდ მას შემდეგ აჩვენე, რაც ბილეთი ხელში გექნება. გამყიდველი კოდს შეიყვანს და მიღება დადასტურდება.