იტვირთება…
2 თარიღი · სამ, 24 ნოე – კვი, 29 ნოე
GABRIADZE WONDERS STATIONყველა თარიღი და ადგილი
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები - მოგზაურობა გაბრიაძის თეატრის შიდა სივრცეში“ 2 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: სამ, 24 ნოე. ადგილი: GABRIADZE WONDERS STATION. სალაროს ფასი 70 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
გაბრიაძის თეატრის მსახიობი მიშა ხელმძღვანელობს ექსკურსიას - "დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები“.
ექსკურსია რამდენიმე მოქმედებად არის დაყოფილი და თითოეული მათგანი გაბრიაძის სამყაროს განსხვავებულ ასპექტს აცოცხლებს: ბავშვობისა და მეხსიერების მნიშვნელობას, დროის პოეტურ გამოყენებას, თოჯინების საიდუმლო ხელოვნებას და თავად თეატრს, როგორც რიტუალისა და განკურნების სივრცეს. მიშა მაყურებელს უზიარებს იმ პოეტურ ხერხებსა და მექანიკურ საიდუმლოებებს, რომლებსაც რეზო გაბრიაძე იყენებდა თავისი ისტორიების მოსათხრობად და აჩვენებს, თუ როგორ ცოცხლდებიან თქვენს თვალწინ თეატრის თოჯინები - მათ შორის მისი ზოგიერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი.
ვისთვის არის ეს ტური?
ეს არის უნიკალური გამოცდილება მათთვის, ვისაც თეატრი აინტერესებს როგორც წარმოსახვისა და მეხსიერების სივრცე - ხელოვანებისთვის, მოგზაურებისთვის და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ თხრობას და ნივთების ფარულ ცხოვრებას. ტურზე დასასწრებად არ არის საჭირო გაბრიაძის შემოქმედების ცოდნა, მხოლოდ ინტერესი გაეცნო სამყაროს, სადაც თეატრი ხდება დროის მანქანა და საზღვრები სცენასა და ცხოვრებას შორის შეუმჩნევლად იშლება.
ექსკურსიის ჩატარება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კერძო ტურების დასაჯავშნად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 599 22 15 10.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
ხანგრძლივობა: 1 საათი
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
GABRIADZE WONDERS STATIONIoane Shavteli St. 26, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)