კონფიდენციალურობის პოლიტიკა

რა მონაცემებს ვაგროვებთ მერცხალზე ბილეთის ყიდვისა და გაყიდვისას, რისთვის გვჭირდება ისინი, ვის ვუზიარებთ და რამდენ ხანს ვინახავთ. ეს პოლიტიკა ვრცელდება როგორც საიტზე, ისე აპებზე.

0რეკლამა, სარეკლამო ტრეკერი ან ანალიტიკის ინსტრუმენტი. შენს მონაცემებს არავის ვყიდით.

ბარათის მონაცემებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის დაცულ გვერდზე შეიყვან. ჩვენს სერვერებზე ეს მონაცემები არასდროს ხვდება.

რას ვაგროვებთ

მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც პლატფორმის მუშაობისთვის გვჭირდება. მათ უმეტესობას თავად გვაწვდი, დანარჩენი კი მერცხლით სარგებლობისას გროვდება.

დაბადების თარიღსა და საცხოვრებელ მისამართს არ გეკითხებით, პირად ნომერს არ ვინახავთ, ბარათის სრულ ნომერს კი საერთოდ ვერ ვხედავთ.

როგორ და რატომ ვიყენებთ მონაცემებს

შენს მონაცემებს რეკლამისთვის არ ვიყენებთ, მარკეტინგულ პროფილს არ გიქმნით და სარეკლამო წერილებს არ გიგზავნით. მონაცემებს არავის ვყიდით და არც ვაქირავებთ.

ვინ ხედავს შენს მონაცემებს

შეკვეთის მეორე მხარე. შეკვეთის გადახდის შემდეგ მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთის სახელს ხედავენ. ბილეთის პირისპირ გადაცემისას, შეკვეთის დასრულებამდე, ერთმანეთის ტელეფონის ნომერსაც დაინახავთ. გამყიდველი ხედავს ბილეთების საიტზე იმ ანგარიშის მონაცემებს, რომელსაც მყიდველი ბილეთის მისაღებად მიუთითებს. შენს ელფოსტასა და საბანკო მონაცემებს მეორე მხარე ვერ ხედავს.

საჯაროდ ხილული ინფორმაცია. განცხადებაში ჩანს ბილეთის ადგილები, ფასი და გამყიდველის შენიშვნა. ასევე ჩანს გამყიდველის ვერიფიკაცია, დასრულებული გაყიდვების რაოდენობა, რამდენი ხანია, რაც მერცხალზეა რეგისტრირებული, ბილეთების დროულად გადაცემის მაჩვენებელი და მის წინააღმდეგ დაკმაყოფილებული საჩივრები. გამყიდველის სახელი და საკონტაქტო მონაცემები საჯაროდ არ ჩანს.

მომსახურების პროვაიდერები. თითოეული მხოლოდ თავისი მომსახურების გასაწევად საჭირო მონაცემებს იღებს:

ბილეთების საიტები. ღონისძიებების პოსტერები უშუალოდ იმ საიტებიდან იტვირთება, სადაც გამოქვეყნდა, მაგალითად, tkt.ge-⁠დან. ამიტომ პოსტერის ჩატვირთვისას ამ საიტებისთვის შენი IP მისამართი ხილულია, ისევე, როგორც ინტერნეტში ნებისმიერი სურათის ჩატვირთვისას.

ჩვენი თანამშრომლები პერსონალურ მონაცემებზე წვდომას მხოლოდ სამუშაოს შესასრულებლად იღებენ: მხარდაჭერის გასაწევად, თანხის ჩასარიცხად, საჩივრების განსახილველად ან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისეთი მონაცემის სანახავად, როგორიც სრული IBAN-⁠ია, თანამშრომელმა მიზეზი უნდა მიუთითოს. ასეთი წვდომა აღირიცხება.

სახელმწიფო ორგანოები მონაცემებს მხოლოდ მაშინ იღებენ, როცა ამას კანონი მოითხოვს, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ვაწვდით მხოლოდ მოთხოვნით გათვალისწინებულ მონაცემებს.

თუ მერცხალი გაიყიდება ან სხვა კომპანიას შეუერთდება, შენი მონაცემები ახალ მფლობელს ამავე პოლიტიკის პირობებით გადაეცემა. ამის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ.

მონაცემების გადაცემა საზღვარგარეთ

ჩვენი სერვერები და ზემოთ ჩამოთვლილი პროვაიდერების ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთაა, ძირითადად ევროკავშირსა და აშშ-ში. პერსონალურ მონაცემებს საზღვარგარეთ მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადავცემთ და მხოლოდ იმ პროვაიდერებს, რომლებსაც მათი დაცვის ვალდებულება აქვთ.

რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს

შენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით შეგიძლია:

  • გაეცნო შენს შესახებ არსებულ მონაცემებს და მიიღო მათი ასლი;
  • გაასწორო, განაახლო ან შეავსო ისინი: მონაცემების უმეტესობას პროფილში შეცვლი, ელფოსტას კი საიტზე;
  • მოითხოვო მონაცემების წაშლა: ანგარიში შეგიძლია საიტზე ან აპში წაშალო. იმ მონაცემების შესახებ, რომლებიც ამის შემდეგ რჩება, მოგვწერე;
  • მოითხოვო მონაცემების დაბლოკვა (გამოყენების დროებით შეჩერება) ან დამუშავების შეწყვეტა და გააპროტესტო მათი გამოყენების წესი;
  • ნებისმიერ დროს გაიხმო პირადობის შემოწმებაზე გაცემული თანხმობა; უკვე ჩატარებული შემოწმება ძალაში რჩება;
  • საჩივრით მიმართო საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

ამ უფლებებით სარგებლობისთვის მოგვწერე მისამართზე support@mertskhali.com ანგარიშზე რეგისტრირებული ელფოსტიდან. შესაძლოა ვინაობის დადასტურება გთხოვოთ. გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში.

ქუქი-ფაილები და მონაცემები შენს მოწყობილობაზე

საიტი მხოლოდ იმ ქუქი-ფაილებს იყენებს, რომლებიც მის მუშაობას სჭირდება. სარეკლამო და ანალიტიკური ქუქი-ფაილები არ გვაქვს.

სარგებლობის გასამარტივებლად ბრაუზერი მცირე ჩანაწერებსაც ინახავს, მაგალითად, რომ აპის დაყენების შეთავაზება დახურე. ასევე ინახავს საჯარო გვერდების ასლებს, რომ ისინი ინტერნეტის გარეშეც გაიხსნას. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის გადახდის გვერდმა და Didit-⁠ის პირადობის შემოწმების ფანჯარამ შესაძლოა საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად ქუქი-ფაილებიც შეინახონ.

აპები ანგარიშში შესვლის მონაცემებს ტელეფონის დაცულ საცავში ინახავს. ტელეფონში ასევე ინახება ბოლო ძიებები, მონახაზები და უკვე გახსნილი ბილეთები, რომ ბილეთების გახსნა ინტერნეტის გარეშეც შეძლო. ანგარიშიდან გასვლისას ბილეთის ფაილები ტელეფონიდან იშლება.

უსაფრთხოება

მერცხალთან კავშირი დაშიფრულია. ანგარიშში შესვლის კოდებსა და სესიის ტოკენებს ისეთი სახით ვინახავთ, რომ მათი თავდაპირველი მნიშვნელობის აღდგენა შეუძლებელია. ბარათის სრულ ნომერს ვერ ვხედავთ, საბანკო მონაცემებს კი ნაწილობრივ დაფარული სახით ვაჩვენებთ. თანამშრომლების წვდომა შეზღუდულია და აღირიცხება. სრულად დაცული სისტემა არ არსებობს: თუ უსაფრთხოების დარღვევა შენს მონაცემებს საფრთხეს შეუქმნის, კანონის შესაბამისად შეგატყობინებთ შენც და უფლებამოსილ ორგანოებსაც.

ასაკი

მერცხლით სარგებლობა 18 წლიდან შეგიძლია. არასრულწლოვანთა მონაცემებს შეგნებულად არ ვაგროვებთ. თუ ფიქრობ, რომ არასრულწლოვანს ანგარიში აქვს, მოგვწერე მისამართზე support@mertskhali.com და ანგარიშს წავშლით.

როცა პოლიტიკა იცვლება

პოლიტიკის შეცვლისას გვერდის დასაწყისში მითითებულ თარიღს ვაახლებთ. თუ ცვლილება შენი მონაცემების გამოყენების წესს ეხება, მის ძალაში შესვლამდე ელფოსტით ან აპში შეგატყობინებთ.

ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ დაგვიკავშირდე

მერცხალი ბილეთების გადაყიდვის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს mertskhali.ge-⁠სა და მერცხლის აპებს iPhone-⁠ისა და Android-⁠ისთვის. შენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ჯანგირაშვილი (საიდენტიფიკაციო ნომერი 01008057995, ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალი, კორპუსი 31).

ეს პოლიტიკა ვრცელდება საიტზე, აპებსა და ჩვენ მიერ გამოგზავნილ ელწერილებზე, SMS-⁠ებსა და შეტყობინებებზე. ყველგან ერთი ანგარიშით სარგებლობ. შენს მონაცემებთან დაკავშირებული კითხვებით მოგვწერე მისამართზე support@mertskhali.com.