იტვირთება…
აქ ნახავ პასუხებს ბილეთების ყიდვის, გაყიდვისა და ანგარიშით სარგებლობის შესახებ. შეკვეთასთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნა? გახსენი შესაბამისი შეკვეთის გვერდი.
შეკვეთასთან დაკავშირებით დახმარება გჭირდება?
პრობლემის შესახებ შეკვეთის გვერდიდან შეგვატყობინე. საჩივრის გაგზავნისთანავე გამყიდველისთვის თანხის ჩარიცხვას შევაჩერებთ. თუ ბილეთი ვერ მიიღე, ამის შესახებ ნებისმიერ დროს შეგიძლია მოგვწერო. თუ თავად არ შეგვატყობინებ, ღონისძიების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ საჩივარს შენს ნაცვლად დავარეგისტრირებთ. სხვა კითხვითაც შესაბამისი შეკვეთის გვერდიდან მოგვწერე.
ან მოგვწერე მისამართზე support@mertskhali.com.
ჩემს ბილეთებზე გადასვლაგანცხადებაში მითითებული ფასი მერცხლის მომსახურების საკომისიოსაც მოიცავს. თუ ბარათით გადახდის საკომისიო ემატება, მის ოდენობას გადახდამდე ნახავ.
ამ პასუხის ბმულის კოპირებაშეძენისთანავე ბილეთი შენია. თუ ბილეთის ფაილს მერცხლიდან იღებ, მას შეკვეთის გვერდზე ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე ნახავ და ჩამოტვირთავ. ბილეთების საიტზე გადმოგზავნის ან პირადად გადაცემის დეტალებსაც შეკვეთის გვერდზე ნახავ.
ამ პასუხის ბმულის კოპირებაპრობლემის შესახებ შეკვეთის გვერდიდან შეგვატყობინე ღონისძიების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში. თუ შემთხვევას მერცხლის გარანტია ფარავს, ბილეთის ფასსა და მერცხლის მომსახურების საკომისიოს სრულად დაგიბრუნებთ.
ამ პასუხის ბმულის კოპირებათანხა სრულად დაგიბრუნდება, თუ ღონისძიება გაუქმდა ან ისეთ თარიღზე გადაიდო, როცა დასწრებას ვერ შეძლებ.
ამ პასუხის ბმულის კოპირებაშეძენის შემდეგ გადაწყვეტილების შეცვლას გარანტია არ ფარავს. ბილეთის აქვე გაყიდვა შეგიძლია შენთვის სასურველ ფასად, თუ ის გადაყიდვის პირობებს აკმაყოფილებს. კანონით გათვალისწინებული შენი უფლებები უცვლელი რჩება.
ამ პასუხის ბმულის კოპირებაფასს გამყიდველები თავად აწესებენ. თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიან, ზოგს ურჩევნია თანხის ნაწილი მაინც დაიბრუნოს. თითოეულ განცხადებაში ნახავ, როგორია მისი საბოლოო ფასი ნომინალურ ფასთან შედარებით.
ამ პასუხის ბმულის კოპირებაზოგ კლუბში შესვლა მხოლოდ წინასწარ დამტკიცებულ წევრებს შეუძლიათ. ასეთ შეზღუდვას ღონისძიების გვერდზე მივუთითებთ. შესვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის თანამშრომლები იღებენ. ფეისკონტროლის გამო შესვლაზე უარს გარანტია არ ფარავს. თუ ბილეთი ყალბია, უკვე გამოყენებულია ან სკანერი ვერ კითხულობს, თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
ამ პასუხის ბმულის კოპირებაშენ მიერ მითითებული ფასიდან მაქსიმუმ 10% ჩამოიჭრება, უფრო ძვირ ბილეთებზე კი ნაკლები: 10% 100 ₾-მდე, 8% 100 ₾-დან, 6% 300 ₾-დან. სხვა საკომისიოს არ იხდი.
ამ პასუხის ბმულის კოპირებათანხას ღონისძიების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ მიიღებ, თუ მყიდველმა ბილეთთან დაკავშირებული პრობლემა არ შეგვატყობინა. პირველ ჩარიცხვამდე დაამატე საბანკო ანგარიში და დაადასტურე პირადობა.
ამ პასუხის ბმულის კოპირებადიახ. გაყიდვა სტატუსის მისაღებად მას შემდეგ გეთვლება, რაც თანხა ჩაგერიცხება. 5 გაყიდვის შემდეგ სანდო გამყიდველი გახდები და საკომისიო 2 პროცენტული პუნქტით შეგიმცირდება. 25 გაყიდვის შემდეგ პრო გახდები და საკომისიო 4 პროცენტული პუნქტით შეგიმცირდება. მინიმალური საკომისიო ყველა სტატუსისთვის 5%-ია. განცხადების საკომისიო უცვლელი რჩება, სანამ მის ფასს არ შეცვლი. სტატუსის შეღავათით მხოლოდ ვერიფიცირებული გამყიდველები სარგებლობენ.
ამ პასუხის ბმულის კოპირებაფასს შენ აწესებ. თუ სალაროში ბილეთები ამოიწურა, შეგიძლია ნომინალზე მეტიც მოითხოვო. თუ მოთხოვნა დაბალია, ნომინალზე იაფად გაყიდვა უფრო მარტივია და თანხის ნაწილს მაინც დაიბრუნებ.
ამ პასუხის ბმულის კოპირებავერ გაყიდი ბილეთებს, რომლებიც მყიდველის სახელზე ან პირადობის მონაცემებზეა მიბმული, ან რომელთა გადაყიდვასაც ორგანიზატორი კრძალავს. ასეთი ბილეთით ახალ მფლობელს შესაძლოა შესვლაზე უარი უთხრან. ორგანიზატორის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ღონისძიების გვერდზეც ნახავ. ბილეთზე მითითებული სახელის გამო შესვლაზე უარს გარანტია არ ფარავს.
ამ პასუხის ბმულის კოპირებასაჩივრის განხილვის დასრულებამდე შენთვის თანხის ჩარიცხვას შევაჩერებთ. მყიდველის შეტყობინებას ბილეთის გადაცემის ჩანაწერებს შევადარებთ: ატვირთულ ფაილს, შენ მიერ მონიშნულ გადაცემას ან მყიდველის გადაცემის კოდს. თუ ბილეთი მუშაობდა, თანხას შენ მიიღებ.
ამ პასუხის ბმულის კოპირებადიახ. „ჩემი ბილეთებიდან“ გახსენი შენი განცხადება და დარჩენილი ბილეთები გაყიდვიდან მოხსენი.
ამ პასუხის ბმულის კოპირებამიუთითე ელფოსტა და ერთჯერად კოდს გამოგიგზავნით. შეიყვანე კოდი და შეხვალ. პაროლი არ გჭირდება, ანგარიში კი პირველივე შესვლისას შეიქმნება.
ამ პასუხის ბმულის კოპირებასხვა მყიდველები და გამყიდველები შენს ელფოსტას ვერ ხედავენ. სახელი და ტელეფონის ნომერი მეორე მხარეს მხოლოდ ბილეთის პირადად გადაცემისას, შესაბამის შეკვეთაში ეჩვენება.
ამ პასუხის ბმულის კოპირებაარა. ბარათის მონაცემები ბანკის საკუთარ გადახდის გვერდზე შეგყავს.
ამ პასუხის ბმულის კოპირება