იტვირთება…
14 თარიღი · ხუთ, 26 ნოე – ხუთ, 24 დეკ
GABRIADZE WONDERS STATIONყველა თარიღი და ადგილი
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„ალფრედი და ვიოლეტა“ 14 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: ხუთ, 26 ნოე. ადგილი: GABRIADZE WONDERS STATION. სალაროს ფასი 50 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა», რომელშიც სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა და მოქმედება მის თანამედროვე თბილისში გადმოიტანა. დიდი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი კვლავ დაუბრუნდა გაბრიაძის თეატრის სცენას, ოღონდ უკვე ახალი სახით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა. ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა, სწორედ ის არის ახალი დადგმის რეჟისორი.
სპექტაკლის მოქმედება ვითარდება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე - მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში. ამჯერად, ალფრედისა და ვიოლეტას ისტორია 90-იანი წლების თბილისის დრამატული მოვლენების ფონზე გათამაშდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს…
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 75 წუთი
სპექტაკლის დაწყებამდე განტვირთვისთვის გიწვევთ თეატრის ფოიეში მდებარე ბარ „არ იდარდოში“, რომელიც ბილეთების მფლობელებისთვის 18:00 საათზე იხსნება.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
პუნქტუალურობა: დაგვიანებული მაყურებელი არ დაიშვება სპექტაკლზე. დაგვიანების გამო წარმოქმნილი ხმაური ხელს შეუშლის როგორც მსახიობებს სცენაზე, ისე მაყურებელს დარბაზში და დაარღვევს ჩვენი ინტიმური თეატრის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
გაბრიაძის თეატრი Facebook /Instagram
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
GABRIADZE WONDERS STATIONIoane Shavteli St. 26, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)