იტვირთება…
12 თარიღი · სამ, 1 დეკ – სამ, 22 დეკ
GABRIADZE WONDERS STATIONყველა თარიღი და ადგილი
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„რამონა“ 12 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: სამ, 1 დეკ. ადგილი: GABRIADZE WONDERS STATION. სალაროს ფასი 50 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 73 წუთი
სპექტაკლის დაწყებამდე განტვირთვისთვის გიწვევთ თეატრის ფოიეში მდებარე ბარ „არ იდარდოში“, რომელიც ბილეთების მფლობელებისთვის 18:00 საათზე იხსნება.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
პუნქტუალურობა: დაგვიანებული მაყურებელი არ დაიშვება სპექტაკლზე,. დაგვიანების გამო წარმოქმნილი ხმაური ხელს შეუშლის როგორც მსახიობებს სცენაზე, ისე მაყურებელს დარბაზში და დაარღვევს ჩვენი ინტიმური თეატრის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
გაბრიაძის თეატრი Facebook /Instagram
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
GABRIADZE WONDERS STATIONIoane Shavteli St. 26, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)