იტვირთება…
20:00
Factory Tbilisi114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
კონკიას სიკვდილი გაიმართება შაბ, 28 ნოე. ადგილი: Factory Tbilisi. სალაროში ბილეთები გაყიდულია. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
“კონკიას სიკვდილი” არის ბრენდ DZHABA-ს ახალი კოლექციის ჩვენება თეატრალურ ფორმატში, თეატრ სახელოსნო 42-ის სცენაზე.
ეს არის მოდისა და თეატრის დიდი შეხვედრა; უნიკალური პერფორმანსი, სადაც ჩვენება სრულფასოვან თეატრალურ გამოცდილებად გარდაიქმნება.
ეს არ არის ტრადიციული Runway Show, რადგან პერსონაჟების ხმები და ისტორიები DZHABA-ს ახალი კოლექციის ჩვენების ერთიან სცენურ განწყობას ქმნიან, სადაც კოლექცია ნარატივის ნაწილი ხდება, ხოლო, პერსონაჟი - ემოციური გამოცდილება, რომელიც ვერბალური თუ არავერბალური თეატრალური ენის საშუალებით ცოცხლდება სცენაზე.
წარმოდგენის განმავლობაში მაყურებელი მოისმენს ხუთი ქალის პირად ისტორიას, მათ განსხვავებულ გამოცდილებებს გადარჩენის, სილამაზის, ძალაუფლების, მეხსიერებისა და ბრძოლის შესახებ. ეს არის ისტორია იმაზე, თუ რას ვკარგავთ და რას ვინახავთ, რა რჩება მაშინ, როდესაც ზღაპარი მთავრდება და ვინ მოგვითხრობს სიმართლეს კონკიას სიკვდილის შესახებ…
შემოქმედებითი ჯგუფი:
მსახიობები:
ნინო ბურდული
ბაია დვალიშვილი
ნინო კასრაძე
მანანა კოზაკოვა
ნატა მურვანიძე
ნატო გაგნიძე
ნათია ბუნტური
თინათინ წულაძე
იდეის ავტორი და დიზაინერი: ჯაბა ქურთიშვილი
დრამატურგი და რეჟისორი: ქეთევან სამხარაძე
პროდიუსერი: ბექა მაისურაძე
ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი
ქორეოგრაფები: გიორგი ტიელიძე და თინათინ წულაძე
მეიქაფი: ქეთი ანდღულაძე
მონტაჟი: ანუტა მესხიშვილი
გრაფიკა: ნინა სუმბაძე
განსაკუთრებული მადლობა: ლევან წულაძეს და გვანცა ჯანგავაძეს
პროექტის პარტნიორები: თეატრი სახელოსნო 42, მეტროპოლი, ლექსუსი, აბსოლუტი, როუმინგო
დასაწყისი: 20:00
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.