იტვირთება…
20:00
Factory Tbilisi114 Akaki Tsereteli Ave, T'bilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
დონ ჟუანი გაიმართება ოთხ, 25 ნოე. ადგილი: Factory Tbilisi. სალაროს ფასი 33 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
🔷სპეციალური შეთავაზება🔷
მეოთხე რიგის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის Visa ბარათის და Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის კვლავ მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
25 ნოემბერს სპექტაკლი გაიმართება ინგლისური სუბტიტრებით
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი Visa
თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს ფასდაკლება
ჟან ბატისტ მოლიერი
დონ ჟუანი
გამოყენებულია სცენები ალექსანდრე პუშკინის, პიერ კორნელიოსა და ედმონ როსტანის პიესებიდან
რეჟისორი − ლევან წულაძე
რეჟისორის ასისტენტი − თემო კუპრავა
კოსტიუმების მხატვარი − ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი − თინათინ წულაძე
მხატვარ- გრიმიორი - გიგა ბაგრატიონ-გოგაძე
მუსიკალური გამფორმებელი − ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეოინსტალაცია − დათა დვალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე − ნინო კალანდაძე
მონაწილეობენ:
დონ ჟუანი − პაატა პაპუაშვილი
სგანარელი − ნიკა კუჭავა
ელვირა − თეონა ქოქრაშვილი
დონა ანა - ანა ვასაძე
ფლორენს - ანა ვასაძე
ლაურა - ანუკა გრიგოლია
შარლოტა − ანუკა გრიგოლია
სიკვდილი − მარიამ ღვინიანიძე
დონ კარლოსი − ჯეჯი სხირტლაძე
დიმანში − ჯეჯი სხირტლაძე
პიერო − გიორგი გრძელიძე
სპექტაკლის შესახებ:
„არავინ იცის, ვინ ვარ სინამდვილეში და, რაც მთავარია, მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ვინ ვარ“, − დონ ჟუანი
ეს არის სპექტაკლი გმირის სულიერ კრიზისზე, ადამიანზე, რომელიც სიყვარულს ეძებს და ამ ძიებაში საკუთარ თავს კარგავს...
ეს არის სპექტაკლი ვნებებზე, შეცდომებზე და აქედან გამომდინარე − მძიმე სასჯელზე, ასევე, თავგადასავალზე და ამ სამყაროში სიმართლისა თუ სიყვარულის აღმოჩენისკენ სწრაფვაზე.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
პრემიერა შედგა | 2023 წლის 9 ნოემბერი
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 110 წუთი, ერთი შესვენებით
ასაკობრივი შეზღუდვა - 16+
მისამართი| აკაკი წერეთლის გამზირი | # 114 (Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა)
შემოსასვლელი| დავით ბაქრაძის ქუჩა #3
Fb - https://www.facebook.com/TheatreFactory42?mibextid=LQQJ4d
Ins - https://www.instagram.com/theatrefactory42
Threads - https://www.threads.net/@theatrefactory42
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.