იტვირთება…
9 თარიღი · კვი, 22 ნოე – ორშ, 30 ნოე
ლაგვანი მარანიყველა თარიღი და ადგილი
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„მასპინძლობა მარან „ლაგვანში““ 9 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: კვი, 22 ნოე. ადგილი: ლაგვანი მარანი. სალაროს ფასი 150 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
თრეველ ქოლექშენის კამპანია — მეტი, ვიდრე ღვინის მარანი
მასპინძლობა მარან „ლაგვანში“
ქვემო ალვანში მდებარე საოჯახო მარანი სტუმრებს სთავაზობს მასპინძელთან უშუალო ურთიერთობას, მარნის ისტორიისა და თუშური მემკვიდრეობის გაცნობას. „ლაგვანი“ საინტერესო გაჩერებაა ალავერდის, იყალთოსა და წინანდლის მიმართულებით დაგეგმილი ტურისთვის.
შეთავაზება:
1. ღვინის დეგუსტაცია და კახური ვახშამი
მოიცავს:
4 სახეობის ღვინისა და 1 პეტნატის დაგემოვნებას;, 6 სახეობის ჭაჭის დაგემოვნებას და ლაგვანის კონცეფტუალურ ვახშამს/სადილს
ღირებულება: 150 ლარი ერთ სტუმარზე.
დამატებითი გამოცდილებები:
წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობა:
• ტრადიციულ თონეში კახური შოთის ცხობა;
• ჩურჩხელის ამოვლება — სეზონურად;
• ხინკლის მოხვევა.
მასტერკლასების ღირებულება და პაკეტებში ჩართვის პირობები ზუსტდება ჯავშნისას.
ტურის პირობები:
სტუმრობა და სასურველი მომსახურება წინასწარ შეათანხმეთ მასპინძელთან.
სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა: 30 პერსონა.
სამუშაო საათები: 10:00–18:00.
დამატებითი ინფორმაცია და ჯავშანი: +995 597 07 19 17.
ლოკაცია: სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
ლაგვანი მარანიAkhmetaრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)