იტვირთება…
9 თარიღი · კვი, 22 ნოე – ორშ, 30 ნოე
ორ-ნახევარი ქვევრიყველა თარიღი და ადგილი
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„მასპინძლობა „ორ-ნახევარ ქვევრში““ 9 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: კვი, 22 ნოე. ადგილი: ორ-ნახევარი ქვევრი. სალაროს ფასი 270 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
თრეველ ქოლექშენის კამპანია — მეტი, ვიდრე ღვინის მარანი
მასპინძლობა „ორ-ნახევარ ქვევრში“
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, „ორ-ნახევარი
ქვევრი“ საოჯახო მასპინძლობას, ღვინოსა და ბუნებაში დასვენებას აერთიანებს. განახლებული ისტორიული სახლი, ტბისა და კავკასიონის ხედები, ბაღი და მყუდრო გარემო მშვიდი განტვირთვის შესაძლებლობას ქმნის.
სტუმრობის მთავარი ნაწილია მასპინძლის, ეკა ბუღაძის მიერ მომზადებული კერძები — საკუთარი ბაღისა და ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებით. გამოცდილებას ავსებს მარნის გაცნობა და ოჯახის ღვინოების დაგემოვნება.
შეთავაზება:
1. „ერთი დღე ორ-ნახევარ ქვევრში“ — განთავსებით, საუზმით, დეგუსტაციითა და ვახშმით
მოიცავს — შემოთავაზებული პაკეტი:
• საოჯახო სასტუმროში განთავსებას — 1 ღამით;
• საუზმეს;
• მარნის გაცნობასა და ოჯახის მეღვინეობის შესახებ საუბარს;
• ოჯახის წარმოებული ღვინისა და პეტნატის დეგუსტაციას;
• ვახშამს წინასწარ შეთანხმებული მენიუთი, ეკა ბუღაძის მასპინძლობით.
ღირებულება — რეკომენდებული:
1 სტუმარი, ნომრის ერთადგილიანი განთავსებით — 270 ლარი.
2 სტუმარი, ერთ ორადგილიან ნომერში — 480 ლარი ჯამურად.
ტურის პირობები
სტუმრობა — წინასწარი ჯავშნითა და თავისუფალი ნომრის დადასტურებით.
შეთავაზებული ფასი გათვლილია სტანდარტულ ნომერზე; სხვა კატეგორიის ნომრის
ღირებულება შეთანხმდება დამატებით.
დეგუსტაციის სასმელები, მოცულობები და ვახშმის მენიუ დასაზუსტებელია მასპინძელთან.
ბავშვების განთავსებისა და კვების პირობები შეთანხმდება ინდივიდუალურად.
აუზითა და საუნით სარგებლობის ხელმისაწვდომობა და საფასური წინასწარ უნდა დაზუსტდეს — ამ სამუშაო პაკეტში არ არის გათვალისწინებული.
ტრანსპორტი და დამატებითი აქტივობები პაკეტში არ შედის.
შესვლა–გასვლის დრო და გაუქმების პირობები დასადასტურებელია ჯავშნისას.
დამატებითი ინფორმაცია და ჯავშანი:
+995 599 11 32 07 — ეკა ბუღაძე.
ლოკაცია:
კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი კურდღელაური.
ელფოსტა: ekabugadze757@gmail.com
ვებგვერდი: https://twohalf-qvevri.com/
Instagram: https://www.instagram.com/twoandhalfqvevri/
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
ორ-ნახევარი ქვევრიKurdghelauri 1076რუკა (ახალ ჩანართში იხსნება)