იტვირთება…
9 თარიღი · კვი, 22 ნოე – ორშ, 30 ნოე
ბაბანეურის მარანიყველა თარიღი და ადგილი
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„მასპინძლობა ბაბანეურის მარანში“ 9 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: კვი, 22 ნოე. ადგილი: ბაბანეურის მარანი. სალაროს ფასი 290 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
თრეველ ქოლექშენის კამპანია — მეტი, ვიდრე ღვინის მარანი
მასპინძლობა ბაბანეურის მარანში
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში, კავკასიონის მთისწინეთში, ბაბანეურის მარანი ქვევრის ღვინოს, ქართულ სამზარეულოსა და ბუნებაში დასვენებას აერთიანებს. საკუთარი ვენახებით გარშემორტყმული ბუტიკ-სასტუმრო, მთელი წლის განმავლობაში გათბობადი ღია აუზი და ადგილობრივ პროდუქტებზე დაფუძნებული რესტორანი მშვიდი განტვირთვის გარემოს ქმნის. სტუმრობას ავსებს მარნის გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციებით.
შეთავაზება:
1. „ერთი დღე ბაბანეურის მარანში“ — განთავსებით, საუზმით, დეგუსტაციითა და ვახშმით
მოიცავს — შემოთავაზებული პაკეტი:
• ბუტიკ-სასტუმროში განთავსებას — 1 ღამით;
• საუზმეს;
• მარნის გაცნობასა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის შესახებ საუბარს;
• 3 სახეობის ღვინის დეგუსტაციას;
• ვახშამს წინასწარ შეთანხმებული მენიუთი;
ღირებულება
1 სტუმარი, ნომრის ერთადგილიანი განთავსებით — 290 ლარი.
2 სტუმარი, ერთ ორადგილიან ნომერში — 520 ლარი ჯამურად.
ტურის პირობები
სტუმრობა — წინასწარი ჯავშნითა და თავისუფალი ნომრის დადასტურებით.
პაკეტი გათვლილია სტანდარტულ ნომერზე; სხვა კატეგორიის ნომრის ღირებულება
შეთანხმდება დამატებით.
დეგუსტაციის ღვინოები, მოცულობები და ვახშმის მენიუ დასაზუსტებელია მასპინძელთან.
ბავშვების განთავსებისა და კვების პირობები შეთანხმდება ინდივიდუალურად.
ტრანსპორტი და დამატებითი აქტივობები პაკეტში არ შედის.
დამატებითი ინფორმაცია და ჯავშანი:
+995 551 43 35 51
+995 555 77 65 51
ლოკაცია: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაბანეური.
ელფოსტა: info@babaneuri.com
ვებგვერდი: https://www.babaneuri.com/
Instagram: https://www.instagram.com/babaneuris_marani/
Facebook: https://www.facebook.com/BabaneurisMarani/
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
ბაბანეურის მარანი0909, Babaneuri, Babaneuriრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)