იტვირთება…
3 თარიღი · ოთხ, 2 დეკ – კვი, 10 იან
მოზარდ მაყურებელთა თეატრიყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: Youth Theatre Georgia
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„განძის კუნძული“ 3 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: ოთხ, 2 დეკ. ადგილი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი. სალაროს ფასი 18 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
„განძის კუნძული“ რობერტ ლუის სტივენსონის რომანის მიხედვით
სათავგადასავლო სპექტაკლი ორ მოქმედებად მეკობრეებით, ნამდვილი ჯენტლმენებით, საზღვაო საიდუმლოებებითა და მოულოდნელი ამბებით სავსე სპექტაკლი მაყურებელს თავგადასავლების სამყაროში ამოგზაურებს, სადაც სიმამაცე, ერთგულება და არჩევანის პასუხისმგებლობა ერთმანეთში იკვეთება.
სპექტაკლი მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯიმ ჰოკინსის დაუვიწყარ მოგზაურობაზე, რომელიც ძველი რუკის აღმოჩენის შემდეგ იწყება და მას მეკობრეებით, განძის მაძიებლებითა და საშიში ინტრიგებით სავსე გზაზე დააყენებს. ამ გზაზე ჯიმს უწევს არჩევანის გაკეთება სიკეთესა და ბოროტებას შორის, ნდობასა და ღალატს შორის.
დამდგმელი რეჟისორის, მამუკა ცერცვაძის ინსცენირება ინარჩუნებს კლასიკური ნაწარმოების სათავგადასავლო დინამიკას და ამავდროულად მაყურებელს სთავაზობს თანამედროვე გადაწყვეტებს. ეს რეჟისორის პირველი სპექტაკლია მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
წარმოდგენა სავსეა თავგადასავლებით, იუმორით, ორთაბრძოლებით, მუსიკითა და მოულოდნელი ამბებით.
„განძის კუნძული“ არის ამბავი ოცნებაზე, რომელიც საფრთხეებითაა სავსე, მაგრამ სწორედ ამ გზაზე ყალიბდება პიროვნება. სპექტაკლი ერთნაირად საინტერესოა როგორც ახალგაზრდა მაყურებლისთვის, ისე უფროსებისთვის — ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ ნამდვილი განძი მხოლოდ ოქრო კი არა, გამოცდილება და სიმამაცეა.
ეს არის სპექტაკლი მეგობრობაზე, სიმამაცეზე და იმაზე, რომ ნამდვილი განძი მხოლოდ ოქრო კი არა — ერთგულება და თავგადასავლებია!
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - მამუკა ცერცვაძე
თარგმანი - აკაკი ცუცქირიძე
მხატვარი - ბარბარა ასლამაზიშვილი
კოსტუმების მხატვარი - ხატია დავითაშვილი
სასცენო ბრძოლა - პაატა მხეიძე
მუსიკალური გაფორმება - მამუკა ცერცვაძე
რეჟისორის თანაშემწე - ქეთევან ქანთარია
მონაწილეობენ:
ვანო დუგლაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მაია ხორნაული, ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი შავგულიძე, გიორგი კაჭახიძე, შალვა ანთელავა, ნანა მეტრეველი, ელენე დარჩია, ნინო არჩაია, ეკა შარიქაძე, ვახტანგ ნოზაძე, ვახტანგ ახალაძე, პაატა მხეიძე, ნოდარ მელაძე, გიორგი ოქრუაშვილი, ლაშა გრძელიძე, ქეთი ჩაჩუა, რამონა მიქელაძე, რატი გოგუაძე
ასაკი: 10+
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
მოზარდ მაყურებელთა თეატრიAghmashenebeli ave. 101/1, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)