იტვირთება…
20:00
კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი68 Dimitri Uznadze St, Tbilisi 0102რუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
იქ, ჩვენთან გაიმართება ოთხ, 25 ნოე. ადგილი: კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. სალაროს ფასი 30 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
მაყურებლისთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანია იცოდეს თუ რა ხდება იქ, ჩვენთან, აფხაზეთში. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ შერეულ ოჯახში, სადაც ქმარი აფხაზია, ხოლო ცოლი - ქართველი. მათი ერთადერთი მოზარდი შვილი, თავის სამყაროში, მხოლოდ მშვენიერებასა და სილამაზეს ეძებს, მაგრამ ესმით კი მისი?! გარშემო არსებული ვითარების გამო, იგი მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის. ამ სახლში ვხვდებით საოჯახო საქმეებით დაკავებულ ინდივიდებს, ოჯახის მდგმურს, რუსულენოვან მღვდელსა და თბილისში ნასწავლ აფხაზ ექიმს. ამ ადამიანების ირგვლივ მოვლენები ძალიან საინტერესოდ, მძაფრად და მოულოდნელად ვითარდება, საიდანაც ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვეყნისგან... აფხაზეთი.
რეჟისორი და ტექსტის ავტორი: მერაბ ყოლბაია
მხატვარი: ნინო ქუთელია
მუსიკალური გაფორმება: მერაბ ყოლბაია
რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია
მონაწილეობენ: ნიკა ჭკადუა, ედემი ხვიჩია, მარინა სოლომონია, ჯულიეტა პაკელიანი, ლალიკო ღერკენაშვილი, ლევან ლეჟავა, დავით ბერაძე, მერაბ ყოლბაია.
ერთი მოქმედება
ხანგრძლივობა: 1 სთ. და 40 წთ.
ასაკობრივი შეზღუდვა: 10+
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.