იტვირთება…
2 თარიღი · შაბ, 28 ნოე – ხუთ, 3 დეკ
მოზარდ მაყურებელთა თეატრიყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: Youth Theatre Georgia
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„შვლის ნუკრის ნაამბობი“ 2 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: შაბ, 28 ნოე. ადგილი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი. სალაროს ფასი 16 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ყველასათვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებს - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ - სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით სთავაზობს. რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ავტორის სხვა ნაწარმოებებითაც იხელმძღვანელა, ვაჟას პერსონაჟები სცენაზე თოჯინების სახით გააცოცხლა და ამგვარად, ბავშვებისთვის უფრო ახლობელი და გასაგები გახადა ისეთი მარადიული თემები, როგორიცაა დედა-შვილობა, კაცთმოყვარეობა, ბუნების სიყვარული, ადამიანური სისასტიკე და სხვა. ცოცხალია ყოველი სულდგმული: ფრინველიცა და ცხოველიც, ქვაცა და ბალახიც, ხმელი ფესვებიც და ობლად ამოსული ყვავილიც. მაყურებელი პატარა ნუკრთან ერთად ეცნობა ამ საოცარ სამყაროს და მისი ნაწილი, მისი გულშემატკივარი ხდება.
🎥რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი
👨🏻🎨მხატვარი: ვახტანგ ქორიძე
🛍რეჟისორის თანაშემწე: ქეთი ქანთარია
🎼მუსიკალური გაფორმება: ნიკოლოზ საბაშვილი
📚ინსცენირების ავტორი: ნიკოლოზ საბაშვილი
➡️მონაწილეობენ: ნინო პაპიაშვილი, ლევან კაციაშვილი, ქეთი ჩაჩუა, ირინე კუკულაძე, ნათია კუპატაძე, რატი ნავაძე, ეკატერინე შარიქაძე, ეკატერინე ხატიაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი, გია გოგიშვილი, მაია მალხაზიშვილი, ლანა მანაგაძე.
ხანგრძლივობა - 45 წთ.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
მოზარდ მაყურებელთა თეატრიAghmashenebeli ave. 101/1, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)