იტვირთება…
5 თარიღი · სამ, 24 ნოე – ოთხ, 16 დეკ
თოჯინების თეატრიყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: Tojinebis Teatri
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„სალამურა“ 5 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: სამ, 24 ნოე. ადგილი: თოჯინების თეატრი. სალაროში ბილეთები გაყიდულია. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
სალამურა
სპექტაკლი ა. სულაკაურის ნაწარმოების - ,,სალამურას თავგადასავალის“ საფუძველზე განხორციელდა. ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, მხოლოდ ზღაპრული თავგადასავალი არ არის. ლიტერატურული პირველწყარო და შესაბამისად სპექტაკლიც მოგვითხრობს ამბავს სიკეთეზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, თავისუფლებასა და ადამიანურ ღირებულებებზე.
თანმიმდევრულად ვეცნობით ციცინათელების მწყემსი ბაიას, მეფის, დედოფლის, მეფისწულის, ვეზირების, სირბილას, ალეჰოპისა და მიდიმოადეს პერსონაჟებს, რომლებიც მკვეთრად გამიჯნული, ურთიერთ საპირისპირო მხატვრული შტრიხებითა და ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევიან. საბოლოოდ სალამურა დაიხსნის მეფის კარზე დატყვევბულ ბაიას, რაც ბოროტების საპირისპიროდ სიკეთისა და სიყვარულის ძალის მარადიულ უპირატესობაზე მიგვანიშნებს.
სპექტაკლი გამოირჩევა დახვეწილი მხატვრული გაფორმებით, მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებებითა და სპეციალურად ამ წარმოდგენისათვის შექმნილი ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.
რეჟისორი - გიორგი შალუტაშვილი
ინსცენირების ავტორი - ელენე შალუტაშვილი
კომპოზიტორი - მერაბ სვირავა
მხატვარი - ვახტანგ ქორიძე
ტექნიკური რეჟისორი - ანა ბეჟაშვილი
მონაწილეობენ: რამონა მიქელაძე-არჯევანიძე, თათია ბაქრაძე, დავით ბერიძე, თეა კიწმარიშვილი, ნათია შეშაბერიძე, ნათია ხმიადაშვილი, ირინე კუკულაძე, ლევან კაციაშვილი, გიორგი ღონღაძე, ნინო პაპიაშვილი, თორნიკე ფრანგიშვილი, რატი ნავაძე,, მარიკა ძაგნიძე, ხატია ხაზიური, ნინო ნატროშვილი
ასაკი: 4+
ხანგრძლივობა: 70წთ
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
თოჯინების თეატრირუკა (ახალ ჩანართში იხსნება)