იტვირთება…
21:00
გრატო პასაჟი39 Merab Kostava St, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
REFOLK WORKSHOP & SEPIA გაიმართება ხუთ, 17 დეკ. ადგილი: გრატო პასაჟი. სალაროს ფასი 30 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
REFOLK ვორკშოპი და SEPIA
გაიცანით სტავ სტრუზ ბუტრუსი
ღონისძიებების განრიგი
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი, 2026
21:00 — REFOLK ვორკშოპი (90 წუთი)
პარასკევი, 18 დეკემბერი, 2026
21:00 — REFOLK ვორკშოპი (90 წუთი)
შაბათი, 19 დეკემბერი, 2026
12:00 — REFOLK ვორკშოპი (90 წუთი)
21:00 — SEPIA, სტავ სტრუზ ბუტრუსის სოლო პერფორმანსი (30 წუთი)
გრატო პასაჟი, მ. კოსტავას ქ. 37, თბილისი
REFOLK — ვორკშოპი
REFOLK არის მოძრაობაზე დაფუძნებული ვორკშოპი, რომელიც აერთიანებს თბილისის რეგიონისა და კავკასიის სხვა ტერიტორიების ფოლკლორულ საცეკვაო მასალას ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, სტავ სტრუზ ბუტრუსის ინდივიდუალურ, თანამედროვე ინტერპრეტაციასთან.
სტავის პირველი შეხება ფოლკლორთან საკუთარი ქართული ფესვების კვლევას უკავშირდება, რამაც მის წინაშე მოძრაობის ტრადიციების, მუსიკისა და კოსტიუმების მდიდარი სამყარო გახსნა. წლების განმავლობაში ეს მასალები მისი შემოქმედებითი პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელშიც იგი ფოლკლორსა და თანამედროვე ცეკვის ენას აერთიანებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ REFOLK არ წარმოადგენს ქართული ტრადიციული ცეკვის გაკვეთილს. ვორკშოპი იკვლევს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა კულტურის მოძრაობითი მასალის სხეულის საშუალებით გააზრება და გარდაქმნა, ინდივიდუალური მოძრაობის ენის შექმნა, რომელიც სხვადასხვა ტრადიციას ერთმანეთთან აკავშირებს და მათ თანამედროვე ცეკვის საფუძვლად და ინსტრუმენტად იყენებს.
ვორკშოპზე შესასწავლი მასალის დიდი ნაწილი ეფუძნება სტავის მიმდინარე სწავლებას ქართველ პედაგოგთან, მარიამ ლინდეროვნასთან, რომელიც მას თბილისის და საქართველოს სხვა რეგიონების ტრადიციულ ქართულ ცეკვასა და ფოლკლორულ მასალას ასწავლის.
თითოეული ვორკშოპი განსხვავებულ საცეკვაო სტილს ან გეოგრაფიულ რეგიონს დაეთმობა. მონაწილეები გაეცნობიან მოძრაობის ორიგინალურ წყაროებს, შეისწავლიან ცეკვებთან დაკავშირებულ ისტორიებსა და ტრადიციებს და გამოიკვლევენ, თუ როგორ შეიძლება ამ მასალის თანამედროვე სხეულის საშუალებით გარდაქმნა.
ფიზიკური პრაქტიკა მოიცავს ფეხის სწრაფ მოძრაობებს, ნახტომებს, ბრუნებს, კოორდინაციას, რიტმის ცვლილებას, ძალასა და ელეგანტურობას.
მონაწილეები
ვორკშოპი განკუთვნილია პროფესიონალი მოცეკვავეებისა და მოძრაობის გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქალებს, ასევე კაცებს.
რეკომენდებული ჩაცმულობა
შავი საბალეტო ფეხსაცმელი ან შავი წინდები, შავი კოლგოტი ან გრძელი შავი შარვალი, ბოდე ან კომფორტული საცეკვაო ზედა და მუხლის დამცავები. ქალებს ასევე შეუძლიათ შავი, მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლოს ჩაცმა.
SEPIA — სოლო პერფორმანსი
19 დეკემბერი, 2026 | 21:00
ხანგრძლივობა: 30 წუთი
სტავ სტრუზ ბუტრუსის სოლო პერფორმანსი.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
Sepia ქალური საბრძოლო ცეკვაა, რომელიც ბრძოლის სამყაროს ინტიმურ პერსპექტივას გვთავაზობს. ნამუშევარი ეფუძნება ხორუმს — ქართულ ტრადიციულ საბრძოლო ცეკვას — და იკვლევს ბრძოლის იმ ეტაპებს, რომლებმაც მისი ქორეოგრაფიული სტრუქტურა განსაზღვრა: ძიება, გამოწვევა, ბრძოლა და გამარჯვება.
ხორუმი ასახავს საუკუნეების წინ მცხოვრები ქართველი მეომრების ცხოვრებას და გამოხატავს მებრძოლთა სიმამაცესა და ბრძოლის სურვილს.
Sepia-ს პრემიერა 2021 წელს, ისრაელში, ფესტივალის Between Heaven and Earth ფარგლებში გაიმართა. 2025 წელს ნამუშევარმა მიიღო Bloom Prize, რომელიც ლონდონში, Sadler's Wells-ის თეატრში, The Rose International Dance Prize-ის ფარგლებში გაიცა.
შემოქმედებითი გუნდი
ქორეოგრაფია, შესრულება და სცენოგრაფია: სტავ სტრუზ ბუტრუსი
არტისტული კონსულტაცია: ადი ბუტრუსი
განათების დიზაინი: ამირ კასტრო
კოსტიუმები: სტავ სტრუზ ბუტრუსი
მუსიკალური გაფორმება და მონტაჟი: ადი ბუტრუსი, სტავ სტრუზ ბუტრუსი
სპექტაკლის წარმოება მხარდაჭერილია National Lottery Association-ის Culture Council-ისა და Ifat Galinsky-ის Movement Studio NIA+-ის მიერ.
სტავ სტრუზ ბუტრუსი — ბიოგრაფია
სტავ სტრუზ ბუტრუსი (იერუსალიმი, 1990) დამოუკიდებელი ქორეოგრაფი და მოცეკვავეა, რომელიც ფოლკლორსა და თანამედროვე ცეკვას აერთიანებს.
იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ცეკვავდა Batsheva Dance Company-სა და Inbal Pinto & Avshalom Pollak Dance Company-ში.
მის შემოქმედებაზე გავლენას ახდენს კავკასიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მოძრაობითი ტრადიციებისა და თანამედროვე ცეკვის შეხვედრა. იგი სხეულს კულტურული იდენტობის ცოცხალ არქივად აღიქვამს.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.