იტვირთება…
18:30
სასტუმრო ბილტმორი თბილისი29 Shota Rustaveli Ave, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
Project Management Annual Conference 2026 გაიმართება ოთხ, 16 დეკ. ადგილი: სასტუმრო ბილტმორი თბილისი. სალაროს ფასი 50 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
პროექტის მართვის წლიური კონფერენცია (Project Management Annual Conference) არის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება პროექტების მიერ შექმნილი ბიზნეს ღირებულების წარმოჩენას, თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ინდუსტრიასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებას.
Project Management Annual Conference 2026, რომელსაც მასპინძლობს PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა, პირველად გააერთიანებს პროექტის მართვის საერთაშორისო დღეს (IPM Day 2026) და PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას. კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 16 დეკემბერს, თბილისში.
ღონისძიება თავს მოუყრის ინდუსტრიის ექსპერტებს, ბიზნესის ლიდერებს, სტუდენტებსა და პროფესიონალებს, რათა გაიზიარონ ცოდნა, შეაჯამონ გასული წლის პროექტები, მიღწევები და აღნიშნონ ყოველწლიური განვითარება პროექტის მართვაში.
ღონისძიების კონცეფციაა "Delivering Impact: Projects That Create Value", რომელიც გვახსენებს, რომ პროექტების რეალური მნიშვნელობა იზომება იმ ღირებულებით, რომელსაც ისინი ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ქმნიან. რეალური ქეისების, წარუმატებლობებისა და წარმატების ისტორიების მეშვეობით განვიხილავთ, როგორ იქცევა გამოცდილება, შეცდომები და მათგან მიღებული გაკვეთილები ხელშესახებ შედეგად.
ღონისძიების მიზანი:
• პროექტის მართვის, როგორც ბიზნეს ღირებულების შემქმნელის წარმოჩენა
• ცოდნის გაცვლისა და უნარების განვითარების სივრცის შექმნა
• პროფესიონალებს, სტუდენტებსა და ბიზნესის ლიდერებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა
• PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წლის შედეგებისა და მიღწევების შეჯამება
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ძირითადი მომხსენებლები და პანელური სესია. ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციებს და უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და ინიციატივები ღონისძიების სივრცეში გამოყოფილი სტენდებით.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება - 50 ლარი.
ბილეთის შეძენას 13 დეკემბრის 23:59 საათამდე შეძლებთ
PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წევრებისა და მოხალისეებისთვის აღნიშნული ღონისძიება იქნება უფასო.
ენა: ქართული და ინგლისური (მხოლოდ საერთაშორისო სპიკერის გამოსვლა)
ღონისძიების თარიღი: 2026 წლის 16 დეკემბერი.
მდებარეობა: The Biltmore Hotel Tbilisi
ღონისძიების ხანგრძლივობა: 3.5 საათი (18:30 - 22:00).
Welcome/Setup დრო: 18:30 - 19:00
Exhibit Hall: 20-25 კომპანია
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.