იტვირთება…
20:00
სასტუმრო ბილტმორი თბილისი29 Shota Rustaveli Ave, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
მურმან ჯინორია, ზვიად ბოლქვაძე და სიმებიანი კვარტეტი - ,,ვარდელი” | სიტყვის აკადემიის საღამო - მუსიკა & პოეზია | გალაკტიონის 135 წლის იუბილე გაიმართება პარ, 27 ნოე. ადგილი: სასტუმრო ბილტმორი თბილისი. სალაროს ფასი 95 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
✨ გალაკტიონის 135 წლის იუბილე | სიტყვის აკადემიის საღამო - ,,მუსიკა და პოეზია”.
27 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, სიტყვის აკადემია გალაკტიონ ტაბიძის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოს გამართავს.
გალაკტიონის სიყვარულით გაერთიანებული სამი უნიკალური შემოქმედებითი ხელწერა:
🎭 მურმან ჯინორია: სიტყვის გროსმაისტერი და ქართული სცენის ლეგენდა.
🎶 ზვიად ბოლქვაძე: თანამედროვე ქართული მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი, კომპოზიტორი და ავტორ-შემსრულებელი.
🎻 სიმებიანი კვარტეტი „ვარდელი“ - ევროპაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ახალგაზრდები.
💫 სიტყვის აკადემია აგრძელებს იმ მშვენიერი, ქართული საღამოების ტრადიციას, როცა სხვადასხვა თაობის ადამიანები ქართული სიტყვისა და მუსიკის სიყვარულით იკრიბებოდნენ, ერთმანეთს უსმენდნენ და ერთად ყოფნის სიხარულს იზიარებდნენ.
ინფორმაცია ღონისძიების შესახებ:
• თარიღი: 27 ნოემბერი
• დრო: 20:00 სთ.
• ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ბილტმორი“, თბილისი
• ასაკობრივი შეზღუდვა: 13+
ღონისძიებაზე ყველა სტუმრისთვის გათვალისწინებულია დასაჯდომი ადგილი, თუმცა ადგილები წინასწარ დანომრილი არ არის.
🔸 ადგილები შეზღუდულია.
გელოდებით!
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.