იტვირთება…
2 თარიღი · პარ, 27 ნოე – სამ, 15 დეკ
მოზარდ მაყურებელთა თეატრიყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: Youth Theatre Georgia
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„ოჰ, ღმერთო!“ 2 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: პარ, 27 ნოე. ადგილი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი. სალაროს ფასი 16 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
სპექტაკლის შესახებ:
ავტორი: ანათ გოვი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
მხატვარი: ლომგულ მურუსიძე
მუსიკალური გაფორმება. ზურაბ გაგლოშვილი
რეჟ. ასისტენტი: ხათუნა საძაგლიშვილი
ვიდეო ინსტალაცია- ირაკლი ხვთისიაშვილი
მთავარ როლებში: თამარ ჭანუყვაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე
ისრაელელი დრამატურგის ანათ გოვის (1953-2012) პიესა ეხმიანება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის: რელიგია და რწმენა, ფემინიზმი, ადამიანის სული და პიროვნების ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში და მრავალი სხვა.
ეს გახლავთ იუმორითა და სევდით გაჯერებული უცნაური ამბავი ათეისტ ფსიქოლოგ ქალზე, რომელსაც თვით ღმერთი მოევლინება, თუმცა ოდნავ უჩვეულო სახით - პაციენტის ამპლუაში. კაცობრიობაზე განაწყენებული, გადაღლილი ღმერთი გადაწყვეტს ფსიქოლოგს ესტუმროს, რომ როგორმე თავიდან ამოიგდოს აკვიატებული აზრი მეორედ მოსვლის შესახებ.
წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტი გახლავთ. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება შედგება როგორც ოზურგეთში, ისე თბილისში.
სპექტაკლი ეძღვნება მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ნათელ ხსოვნას. სწორედ ამ პიესაში შეასრულა მსახიობმა თავისი უკანასკნელი როლი მარჯანიშვილის თეატრში.
ასაკი: 15+
ხანგრძლივობა - 1 სთ
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
მოზარდ მაყურებელთა თეატრიAghmashenebeli ave. 101/1, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)