იტვირთება…
4 თარიღი · შაბ, 19 დეკ – სამ, 5 იან
მოზარდ მაყურებელთა თეატრიყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: Youth Theatre Georgia
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„სათაგური“ 4 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: შაბ, 19 დეკ. ადგილი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი. სალაროს ფასი 18 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
ესტატე პაპას სახლის სხვენზე მცხოვრები წრუწუნების ამბავი საუკუნეზე მეტი ხნის წინ ბავშვებს დიდმა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ უამბო. ადამიანების მსგავსად, თაგუნებიც შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ერთ დღეს ისინი მათთვის უცნობ ნივთს — სათაგურს გადააწყდებიან და სწორედ ამ დროს იწყება ფიცხელას, ცქმუნას, კუდას, ფხორას, ხიფათას და სხვა წრუწუნების დაუვიწყარი თავგადასავალი. სახელგანთქმულ თაგვს, ფიცხელას, სათაგურში გამოამწყვდევენ, ხოლო მისი ერთგული მეგობრები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
ასაკი: 8+
ჟანრი: ზღაპარი
ენა: ქართული
რეჟისორი: ოთარ ბაღათურია
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
მხატვარი: მაია სხირტლაძე
კომპოზიტორი: მიხეილ ზაქარიაშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტები: ქეთი ქანთარია, თამაზ ქარაული
მსახიობები:
ლევან კაციაშვილი, ლაშა გრძელიძე, ხატია მელქაძე, ელენე დარჩია, სალომე წურწუმია, ნანა ვარამაშვილი, მერაბ შარიქაძე, ვახტანგ ახალაძე, პაატა კიკვაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ხათუნა ბერძენიშვილი, ასმათ ქურციკიძე, ნინო შუშიაშვილი, რამონა მიქელაძე, მაკა ბარდაველიძე, სოფო ფერაძე, ბადრი გვაზავა, მალხაზ შაყულაშვილი, გიორგი გოგიშვილი, ზურაბ არუსია, დევი რეხვიაშვილი, რატი ნავაძე, ლუკა ჩაჩხიანი, ტასო როსტომაშვილი, კატო და ირაკლი თავაძეები
ხანგრძლივობა | 70 წუთი
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
მოზარდ მაყურებელთა თეატრიAghmashenebeli ave. 101/1, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)