იტვირთება…
20 თარიღი · პარ, 11 დეკ – კვი, 10 იან
მოზარდ მაყურებელთა თეატრიყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: Youth Theatre Georgia
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„ჯადოსნური ფიფქი“ 20 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: პარ, 11 დეკ. ადგილი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი. სალაროს ფასი 16 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
საახალწლო ზღაპარი „ჯადოსნური ფიფქი“ პატარა მაყურებელს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს, სადაც ახალი წლის ბედი ერთი განსაკუთრებული ფიფქის ხელშია. სწორედ მას აქვს ძალა, აანთოს ნაძვის ხის ვარსკვლავი, აამოქმედოს დრო და ბავშვების საახალწლო სურვილები რეალობად აქციოს.
როდესაც ბოროტი ყინულის ჯადოქარი თავის მსახურებს ჯადოსნური ფიფქის მოსაპარად გაგზავნის, სამყაროს დიდი საფრთხე ემუქრება — დრო ჩერდება, ახალი წელი ვეღარ დადგება, ფიფქია კი ძალას კარგავს. ამიტომ ანა და ნიკა ელფებთან, ტიკოსა და ბუკოსთან ერთად ფიფქის დასაბრუნებლად სახიფათო მოგზაურობას იწყებენ. მათ ჯადოსნურ ტყეში მოხუცი მუხა, ჯადოქრის მსახურები და არაერთი მოულოდნელი გამოცდა ელოდებათ. გზად ბავშვები აღმოაჩენენ, რომ კეთილ გულსა და თანაგრძნობას ყველაზე რთული დაბრკოლებების გადალახვაც შეუძლია. საბოლოოდ კი ყინულის ჯადოქართან დაპირისპირებისას ირკვევა, რომ ბოროტების დამარცხება ძალადობით კი არა, სიყვარულით, მეგობრობითა და სიხარულით არის შესაძლებელი.
დაძაბული თავგადასავლისა და ჯადოსნური ამბების შემდეგ ფიფქი თავის ადგილს უბრუნდება, დრო კვლავ იწყებს სვლას და ახალი წლის დღესასწაულიც გადარჩენილია.
„ჯადოსნური ფიფქი“ მხიარული და სათავგადასავლო საახალწლო ზღაპარია, რომელიც პატარა მაყურებელს სიკეთის, მეგობრობისა და ერთიანობის ძალაზე მოუთხრობს და შეახსენებს, რომ ნამდვილი სასწაული კეთილ გულში იბადება.
დამდგმელი რეჟისორი - კახა გაბელაია
მხატვარი - თეო კვიწინაძე
ქორეოგრაფი - გია მარღანია
მუსიკალური გაფორმება ლევან გვაზავასი
რეჟისორის თანაშემწე - ქეთევან ქანთარია
მონაწილეობენ: ელენე დარჩია, ხატია მელქაძე, ნინო მუმლაძე, ნია ტოგონიძე, თამარ ტყემალაძე, კახა გაბელაია, გიორგი კაჭახიძე, რაჟდენ კერვალიშვილი, რატი ნავაძე, დევი რეხვიაშვილი, დავით როსტომაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შავგულიძე
ბავშვები: ტასო ხიზანიშვილი, სესილი ჯიქურიძე, ლუკა ჩაჩხიანი
ასაკი: 5+
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
მოზარდ მაყურებელთა თეატრიAghmashenebeli ave. 101/1, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)