იტვირთება…
20:00
თუმანიშვილის თეატრი164 Davit Aghmashenebeli Aveრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
გრძელი დღის შემოღამება გაიმართება ხუთ, 24 დეკ. ადგილი: თუმანიშვილის თეატრი. სალაროს ფასი 25 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
პ რ ე მ ი ე რ ა
იუჯინ ონილი
„გრძელი დღის შემოღამება“
„ცხოვრება ნელ - ნელა გვცვლის! სანამ გონს მოვეგებით სულ სხვა ადამიანად ვიქცევით…“
თარგმანი - გოდერძი რუხაძე
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - დიმიტრი ტროიანოვსკი
თარგმნის რედაქტორი - მანანა ანთაძე
მხატვარი - ავთო მოდებაძე
მუსიკალური გაფორმება - დიმიტრი ტროიანოვსკი / ანი მურღულია
ქორეოგრაფი - თიკო ქოიავა
ტექნიკური რეჟისორი - ელა კაზარიანი
მოქმედი პირები:
მერი ტაირონი - ნინელი ჭანკვეტაძე
ჯეიმს ტაირონი - პაატა ბარათაშვილი
ჯეიმი ტაირონი - ბექა ჯუმუტია
ედმუნდ ტაირონი - ლუკა ჩიბუხაია
იუჯინ ო’ნილის ეს ცნობილი პიესა ტაირონების ოჯახის ცხოვრების ერთი გრძელი დღის ამბავს გვიჩვენებს. უაღესად პირადულ და ამაღელვებელ სცენებში ერთმანეთში იხლართება სიყვარული და სიძულვილი, სიმართლე და ტყუილი, დიდი ტკივილი და თავისუფლების წყურვილი.
ჩვენი სპექტაკლი სვამს კითხვებს: რა ანადგურებს ოჯახს? რატომ ხდება რომ სახლი ციხედ იქცევა? შეგვიძლია თუ არა არსებობა ოჯახური ურთიერთობების გარეშე?
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდამჭერი - კომპანია „მაგთიკომი“.
საინფორმაციო მხარდაჭერა - რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.
მეტი ინფორმაციისათვის თეატრის შესახებ, ეწვიეთ თეატრის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.tumanishvilitheatre.ge
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.