იტვირთება…
20:00
თბილისის კამერული თეატრი4 Kote Afkhazi St, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
ბედნიერი დღეები გაიმართება კვი, 13 დეკ. ადგილი: თბილისის კამერული თეატრი. სალაროს ფასი 15 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
...“და ისევ მოგვეცემა დღე დიდებული“...
სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“ მოგვითხრობს უბრალო, ადამიანური ცხოვრების წარმავალობის შესახებ. სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტა მეტაფორულად, ქვიშაში ნახევრად ჩაფლულ პერსონაჟს გვაჩვენებს, რომლის ცხოვრებამაც განვლო, თუმცა იგი არ ნებდება და მორიგი ბედნიერი დღის იმედითაა აღსავსე.
სევდით, იუმორით, სიყვარულითა და ტრაგიზმით აღსავსე პერსონაჟები გვაფიქრებენ ცხოვრების წარმავალობისა და ჭეშმარიტი ღირებულებების შესახებ, ხოლო გია ყანჩელის შესანიშნავი მუსიკალური გაფორმება ადამიანური ემოციებით ავსებს სასცენო სივრცეს.
სემუელ ბეკეტის მიხედვით
რეჟისორი - გიორგი აფხაზავა
მხატვარი - სოფიკო კიკაბიძე
მონაწილეობენ - ნინო გაჩეჩილაძე, ცოტნე მაისურაძე, გიორგი თენაძე, ტატა მეცხოვრიშვილი
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.