იტვირთება…
19:00
თავისუფალი თეატრიSulkhan-Saba Str. 9, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
ღამე მშვიდობისა დედა გაიმართება ოთხ, 16 დეკ. ადგილი: თავისუფალი თეატრი. სალაროს ფასი 25 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
ავტორი - მარშა ნორმანი
პიესა - " ღამე მშვიდობისა დედა"
რეჟისორი - ენრი ვერულიძე
მსახიობები - თამუნა ნიკოლაძე, დარეჯან ჯოჯუა,
მხატვარი - თინა გობეჯიშვილი
გრაფიკული დიზაინერი - ანასტასია ჩუბინიძე
სასცენო მოძრაობა - ლაშა მძინარაშვილი
პროექტის მენეჯერი - ევა გვრიტიშვილი
რეჟისორის ასისტენტი - თეა ფადიურაშვილი
მოქმედი პირები : ჯესი ქეითსი ( თ. ნიკოლაძე)
თელმა ქეითსი ( დ. ჯოჯუა)
ხანგრძლივობა - 75 წუთი
ჟანრი - ფსიქოლოგიური დრამა
სპექტაკლში გამოყენებულია : The Mamas & the Papas, Harold Budd - ის მელოდიები
მხარდამჭერები:
თბილისის მერია,
თავისუფალი თეატრი,
თეატრალური კომპანია რესპუბლიკა სცენა
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
ანოტაცია:
რა იწვევს ურთიერთობაში კრიზისსა და დანაშაულის შეგრძნებას?
როგორია ორი ეგოისტი ადამიანის თანაცხოვრება?
სპექტაკლი " ღამე მშვიდობისა დედა" იკვლევს ორი სრულიად განსხვავებული ქალის თანაცხოვრებას. მათი ყოველდღიურობა სავსეა სარკაზმითა და უპატივცემულობით, ცხადი და აქტუალური თემებით, სადაც ზღვარი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში დარღვეულია.
წარსულში დაშვებული შეცდომების გამო, გმირები რთული რეალობის წინაშე დგანან. მათ მხოლოდ ერთმანეთის გადარჩენა შეუძლიათ, თუმცა სწორედ ასეთ მძიმე სიტუაციაში აღმოვაჩენთ ხოლმე, ვინ დგას ჩვენს გვერდით და ვინ არა.
ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ, გელოდებით თავისუფალ თეატრში.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.