იტვირთება…
8 თარიღი · კვი, 29 ნოე – ორშ, 4 იან
მოზარდ მაყურებელთა თეატრიყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: Youth Theatre Georgia
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„უღრანი ტყის ყაჩაღები“ 8 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: კვი, 29 ნოე. ადგილი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი. სალაროს ფასი 18 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
რა მოხდება, თუ უღრანი ტყის შუაგულში მცხოვრებ პატარა ყაჩაღ გოგონას დაბადების დღეზე ყველაზე უჩვეულო საჩუქრები ერგება? მოლაპარაკე ცხოველები, მხიარული თავგადასავლები, მოულოდნელი მეგობრობა და ამბავი, რომელიც სიკეთის, თანაგრძნობისა და მეგობრობის ძალას გვახსენებს. „უღრანი ტყის ყაჩაღები“ არის ფერადი, მუსიკალური და იუმორით სავსე წარმოდგენა პატარებისთვის, სადაც ტყე ცოცხლდება, ცხოველები ლაპარაკობენ, ხოლო ერთი უბრალო შეხვედრა გმირების ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. მაყურებელს ელიან მხიარული პერსონაჟები, დაუვიწყარი თავგადასავალი, ბევრი სიცილი და დადებითი ემოციები მთელი ოჯახისთვის.
რეჟისორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი სულთანიშვილი
მხატვარი: თეო კვიწინაძე
თოჯინები: ვახტანგ ქორიძის
ქორეოგრაფი: გია მარღანია
მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილის
რეჟისორის თანაშემწე: ინგა კაჭახიძე
მონაწილეობენ: მაკა ბარდაველიძე, ნანა ვარამაშვილი, ანა ზამბახიძე, ანა თოგოშვილი, ნათია კუპატაძე, ნინო ლეჟავა, თამარ მამულაშვილი, ხატია მელქაძე, მია მიქელაძე, ანი მღებრიშვილი, ნინო პაპიაშვილი, თამარ ქადაგიძე, ლალი ღერკენაშვილი, ქეთევან შერვაშიძე, თამარ ცქვიტინიძე, ანა ხუროშვილი, კახა გაბელაია, გიორგი გოგიშვილი, პაატა კიკვაძე, ნოდარ მელაძე, იოსებ მოლოდინაშვილი, გიორგი ოქრუაშვილი, მალხაზ შაყულაშვილი.
ასაკი: 5+
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
მოზარდ მაყურებელთა თეატრიAghmashenebeli ave. 101/1, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)