იტვირთება…
11:00
რჩეული პალასიGrigol Khandzdeli str. 21b, Kutaisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
ღვინის ფესტივალი - არაჩვეულებრივი გამოფენა გაიმართება კვი, 6 დეკ. ადგილი: რჩეული პალასი. სალაროს ფასი 30 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
ყოველწლიურ ღვინის ფესტივალს - ,,არაჩვეულებრივი გამოფენა”, წელს ისევ სასტუმრო ,,რჩეული პალასი’’ უმასპინძლებს.
ფესტივალზე შეძლებთ გაიცნოთ ახალი, მცირე საოჯახო მარნები და მათი ისტორიები, დააჭაშნიკოთ და შეიძინოთ დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები, რომლებიც წინასწარ შეირჩევა დეგუსტაციით.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები იქნებიან: ღვინის მწერლები, სომელიეები, იმპორტიორები, ტურიზმის და გასტრონომიის სფეროს წარმომადგენლები, ღვინის მოყვარულები.
ასევე, ფესტივალი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ სასიამოვნო მუსიკით და ღვინოსთან გემრიელი მისადევნებლებით.
ბილეთი: 30 ლარი (შეიცავს ბრენდირებული ჭიქის ღირებულებას).
15 წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან უფასოდ, მხოლოდ ბილეთის მფლობელ მშობელთან ერთად.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.