იტვირთება…
17:00
რესპუბლიკაRose Square, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
WHISKY SHOW 2026 გაიმართება კვი, 20 დეკ. ადგილი: რესპუბლიკა. სალაროს ფასი 25 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
ვისკი, ჯაზი და დაუვიწყარი საღამო!
20.12.2026 | Republic Event Hall | 17:00–22:00
20 დეკემბერს, Republic Event Hall-ში, პირველად საქართველოში გაიმართება Whisky Show განსაკუთრებული საღამო ვისკის მოყვარულებისთვის, რომელიც გააერთიანებს პრემიალური და კრაფტული ვისკის დეგუსტაციას, ცოცხალ მუსიკას, ბევრ გათამაშებას, სპეციალურ შეთავაზებებს და რაც მთავარია საახალწლო განწყობას.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი დასახელების ვისკი უმეტესად შოტლანდიური სინგლ მალტები, ასევე ცნობილი იაპონური ბრენდები, იშვიათი, ლიმიტირებული და საკოლექციო რელიზები.
სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნონ სხვადასხვა სტილის ვისკი სპეციალურად მოწყობილ თემატურ სტენდებზე:
Single Malts of Scotland
Peat & Smoke
Old & Rare Whisky
Whisky Club Specials
Japan Whisky
საღამოს განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს ჩაენაცვლებიან ჯაზ-ბენდები და მუსიკოსები, გაიმართება საინტერესო გათამაშებები და საქველმოქმედო აუქციონები.
ღონისძიების ფარგლებში იმუშავებს MIXXON - Christmas Whisky Boutique, სადაც ვისკის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური საახალწლო ფასდაკლებებით შეიძინონ საყვარელი ვისკები, იშვიათი რელიზები და სასაჩუქრე ნაკრებები.
შოუზე იმუშავებს 2 ბარი სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სპეციალურად შექმნილი საავტორო კოქტეილები, ევროპული და იაპონური ლუდები, გამაგრილებელი სასმელები და ყავა.
დარბაზის პირველ სართულზე ხელმისაწვდომია გარე ტერასაც გამათბობლებით და რბილი ავეჯით, სადაც შესაძლებელია სიგარის მოყვარულებმაც დაისვენონ.
Whisky Show მხოლოდ დეგუსტაცია არ არის ეს არის ვისკის მოყვარულთა შეხვედრის, ახალი აღმოჩენებისა და სასიამოვნო საღამოს ერთად გატარების შესაძლებლობა.
ვისკის დეგუსტაცია, კოქტეილები და სხვა სასმელები ფასიანია და მათი შეძენა შესაძლებელია ღონისძიების ტერიტორიაზე.
სტანდარტული ბილეთი (პირველი სართული) — 25 ლარი
ბილეთის ღირებულებაში შედის ღონისძიებაზე დასწრება, მუსიკალური და გასართობი პროგრამა, გათამაშებაში მონაწილეობა და ერთი ორიგინალური Glencairn-ის ვისკის სადეგუსტაციო ჭიქა, რომელიც სტუმარს საჩუქრად დარჩება.
საყურადღებო ინფორმაცი: ბილეთების რაოდენობა ფიქსირებულია, ამიტომ მათი ამოწურვის შემდგომ შეწყდება გაყიდვის პროცესი!
VIP Lounge — მეორე სართული
Whisky Show-ს მეორე სართულზე მოეწყობა VIP Lounge, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, კომფორტულად განთავსდნენ წინასწარ დაჯავშნილ მაგიდებთან და ისარგებლონ ინდივიდუალური ბარის და სამზარეულოს მომსახურებით.
VIP სივრცეს მოემსახურება ცალკე ბარი, სადაც შესაძლებელი იქნება პრემიუმ ვისკისა და სპეციალური რელიზების შეკვეთა. სტუმრებს ასევე შეეძლებათ სასურველი კერძების შერჩევა და შეკვეთა მენიუდან.
VIP მაგიდების ღირებულება:
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
4-ადგილიანი მაგიდა — 400 ლარი
6-ადგილიანი მაგიდა — 600 ლარი
VIP LOUNGE მაგიდის ღირებულებაში შედის შესაბამისი რაოდენობის სტუმრის ღონისძიებაზე დაშვება, VIP სივრცეში მაგიდით სარგებლობა, თითოეული სტუმრისთვის Glencairn-ის სადეგუსტაციო ჭიქა, ერთი ბოთლი ესპანური წითელი ღვინო რიოხას რეგიონიდან (Rioja) და თითოეული სტუმრისთვის ერთი კოქტეილი არჩევით Whisky Highball ან Gin & Tonic.
კერძები, დესერტები, დამატებითი სასმელები და ვისკის სპეციალური რელიზები შეიკვეთება ცალკე, მენიუს მიხედვით.
საყურადღებო ინფორმაცი: VIP LOUNGE მაგიდების რაოდენობა ფიქსირებულია, ამიტომ მათი ამოწურვის შემდგომ შეწყდება გაყიდვის პროცესი!
ღონისძიებაზე დასწრების პირობები
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ღონისძიებაზე არ დაიშვებიან 18 წლამდე ასაკის პირები.
Dress Code: SMART CASUAL
ღონისძიებაზე სავალდებულოა Smart Casual ჩაცმის სტილის დაცვა. დაუშვებელია სპორტული ფეხსაცმლითა და სპორტული ტანსაცმლით, ასევე სპეციფიკური სეზონური სარეკრეაციო ან სამუშაო სამოსით დასწრება.
ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, ღონისძიებაზე არ დაუშვან პირები, რომელთა ჩაცმულობა არ შეესაბამება დადგენილ დრესკოდს.
თარიღი: 20 დეკემბერი, 2026 წელი
დრო: 17:00–22:00
ადგილი: Republic Event Hall, თბილისი
ორგანიზატორები: MIXXON – WHISKY BOUTIQUE და WHISKY CLUB GEORGIA
პარტნიორები: GASTRONOM WINE & SPIRITS და REPUBLIC EVENT HALL
საკონტაქტო ინფორმაცია: info@mixxon.ge | 555 000 251
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.