იტვირთება…
19:30
კახიძის მუსიკალური ცენტრიDavit Agmashenebeli Ave. 123/125, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
ვენის შტრაუსის ფილარმონიული ორკესტრი გაიმართება შაბ, 5 დეკ. ადგილი: კახიძის მუსიკალური ცენტრი. სალაროში ბილეთები გაყიდულია. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
2026 წლის 5 დეკემბერს, ვენის შტრაუსის ფილარმონიული ორკესტრი პირველად თავისი ისტორიის განმავლობაში, თბილისში დაუკრავს.
ორკესტრი ახალ პროგრამას წარმოადგენს, რომელშიც მოცარტის, ბრამსის, ოფენბახის, როსინის და ბრწყინვალე კალმანის ნაწარმოებები, ასევე შტრაუსების დინასტიის უკვდავი შედევრები იქნება წარმოდგენილი.
ორკესტრი ვენაში 2014 წელს სხვადასხვა ცნობილი ანსამბლის მუსიკოსებმა დააარსეს.
მისი მუდმივი დირიჟორია ანდრაშ დეაკი, ნიჭიერი და ქარიზმატული მაესტრო, რომელსაც ხანგრძლივი და წარმატებული საერთაშორისო კარიერა აქვს.
ამ ტურნესთვის სპეციალურმა ჟიურიმ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - ავსტრიიდან, უნგრეთიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ტაივანიდან, ხორვატიიდან და კვიპროსიდან - 27 მუსიკოსი შეარჩია.
ორკესტრის მისიაა ვენის მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება და მისი პოპულარიზაცია ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს მუსიკალური საღამო მაყურებელს დაუვიწყარ სიხარულის მომენტებსა და დაუვიწყარ მოგონებებს მოუტანს.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.