იტვირთება…
20:00
ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზი (ბელიაშვილის ქ. #68)Beliashvili 68, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
ლუდოვიკო ეინაუდისადმი მიძღვნილი საღამო სანთლის შუქზე: მულტიმედიური კონცერტი გაიმართება შაბ, 27 თებ. ადგილი: ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზი (ბელიაშვილის ქ. #68). სალაროს ფასი 35 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
მნიშვნელოვანია! ლუდოვიკო ეინაუდი კონცერტში მონაწილეობას არ იღებს.
✨ ჯადოსნური მულტიმედიური კონცერტი გაიმართება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ დარბაზში — ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზის სცენაზე. საღამოს პროგრამაშია მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ნეოკლასიკოსი კომპოზიტორის, ლუდოვიკო ეინაუდის მუსიკა, რომელსაც თანამედროვე ანსამბლი Mystery Ensemble მრავალი მოციმციმე სანთლის ფონზე შეასრულებს.
ლუდოვიკო ეინაუდიმ წარადგინა შვიდტომიანი მუსიკალური პროექტის, „Seven Days Walking“-ის ფინალური ნაწილი. ბუნების, განწყობებისა და ამინდის ეს საოცრად ლამაზი ესკიზები კომპოზიტორმა შვეიცარიის თოვლიან მთებში სეირნობისას შექმნა.
ეინაუდი, ეჭვგარეშეა, ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია. თუმცა, წარმატება და აღიარება მისთვის იოლი მისაღწევი არ ყოფილა. ბავშვობიდანვე იტალიელს ოჯახის წევრების მიღწევები მძიმე ტვირთად აწვა: ლუდოვიკოს დედა პიანისტი იყო, ბაბუა დედის მხრიდან - კომპოზიტორი და იტალიური ოპერების დირიჟორი, მამა - ცნობილი წიგნის გამომცემელი, ხოლო ბაბუა მამის მხრიდან, ლუიჯი ეინაუდი - ომისშემდგომი იტალიის პირველი პრეზიდენტი.
ლუდოვიკო საკუთარ თავს კლასიკური მუსიკის სამყაროში ფართო აუდიტორიის გზამკვლევად მიიჩნევს. მის ალბომს „Elements“ (2015) წარმოუდგენელი კომერციული წარმატება ხვდა წილად - ბოლო 20 წლის განმავლობაში ის ერთადერთი კლასიკური ალბომი გახდა, რომელიც ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მოხვდა. ეინაუდის საუნდტრეკებმა კი მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.
დიდწილად სწორედ მისი სიცოცხლით სავსე მელოდიების დამსახურებაა, რომ ფრანგულმა კომედიამ „1+1“ (ხელშეუხებელნი) მილიონობით ადამიანის გული მოიგო მთელ მსოფლიოში. იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი 20-ზე მეტი ალბომის ავტორია. მასვე ეკუთვნის მუსიკა ქსავიე დოლანის ფილმისთვის „დედა“.
ეინაუდის მუსიკა სიმშვიდისა და დინჯი ცხოვრების მანიფესტია.
იჩქარეთ და შეიძინეთ ბილეთები ყველაზე ლამაზ, ჯადოსნურ და მშვიდ კონცერტზე!
კონცერტის ორგანიზატორია კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც მართავს უნიკალურ კულტურულ ღონისძიებებს ისტორიულ სასახლეებში, სახურავებზე, ორანჟერეებსა და სხვა ყველაზე ატმოსფერულ სივრცეებში საქართველოს, ევროპის, დიდ ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. რეპერტუარში ასევე შედის კონცერტები სანთლის შუქზე და მულტიმედიური კონცერტები ვიდეო-არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
ოფიციალური საიტი: www.redevents.ge
შემსრულებლები:
🎻Mystery Ensemble
Mystery Ensemble არის უნიკალური ჯგუფი, რომელიც ასრულებს ყველაზე აქტუალურ მუსიკას. ეს არის აკუსტიკური სიმებიანი ინსტრუმენტების ცოცხალი ჟღერადობა, უნიკალური არანჟირება და ვირტუოზული კლავიატურა, ისევე როგორც მხატვრულობა და დრაივი მათი საქმით გატაცებული პროფესიონალებისგან. ანსამბლი ჯადოსნურ განწყობას ქმნის საქართველოს ყველაზე ატმოსფერულ დარბაზებში.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
პროგრამა
● Petricor
● Fly
● Divenire
● Experience
● Tu sei
● Nuvole Bianche
● Primavera
● Life
● Orbits
● Eros
● Walk
● Nightbook
● Andare
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებებ
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.