იტვირთება…
19:00
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიShota Rustaveli Ave. 25, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„The Voice of Hope - გაგნიძე 55“ გიორგი გაგნიძის საიუბილეო საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება პარ, 27 ნოე. ადგილი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. სალაროს ფასი 230 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
2026 წლის 27 ნოემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება საერთაშორისო საქველმოქმედო გალა-კონცერტი „The Voice of Hope - გაგნიძე 55“, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილეს ეძღვნება.
საღამოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მსოფლიო მაესტრო პლასიდო დომინგოს მონაწილეობა - პირველად თბილისის ოპერის სცენაზე.
გიორგი გაგნიძე თანამედროვე საოპერო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული დრამატული ბარიტონია. მისი საერთაშორისო კარიერა აერთიანებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საოპერო სცენებს, მათ შორის ნიუ-იორკის Metropolitan Opera-ს, მილანის Teatro alla Scala-ს, ვენის სახელმწიფო ოპერას, პარიზის ეროვნულ ოპერას, ბერლინის სახელმწიფო ოპერას, მადრიდის Teatro Real-სა და Arena di Verona-ს.
გალა-კონცერტში მონაწილეობენ: გიორგი გაგნიძე, მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი ლუდმილა მონასტირსკა, რამო გულედანი, მარიამ გაგნიძე, დათუნა ალადაშვილი და დირიჟორი ვასილ კოვალი.
ღონისძიებას აქვს მნიშვნელოვანი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მიზანი - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდაჭერა, მათთვის რეაბილიტაციისა და დამხმარე საშუალებების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ერთი საღამო. ერთი ხმა. მრავალი სიცოცხლისთვის.
ღონისძიებაზე დასწრება რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან. 6 წლის და უფროსი ასაკის თითოეული სტუმრისთვის აუცილებელია ცალკე ბილეთის შეძენა. 6 წლამდე ბავშვები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან.
ხანგრძლივობა: 2 საათი, შესვენების გარეშე.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.