იტვირთება…
2 თარიღი · კვი, 29 ნოე – კვი, 29 ნოე
1984 Jazz Club - რუსთაველის გამზირი N37ყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: 1984
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„The Citizen Trio“ 2 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: კვი, 29 ნოე. ადგილი: 1984 Jazz Club - რუსთაველის გამზირი N37. სალაროს ფასი 20 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
SOLO Mastercard World elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.
👥 შემსრულებლები:
• სამველ გასპარიანი - კლავიში
• არტიომ მანუკიანი - ჩელო
• არმან მნაცაკანიანი - დრამი
• არტიომ მანუკიანი - ჩელო
არტიომ მანუკიანი სომეხი ჩელისტი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერია, რომელიც ლოს-ანჯელესში მოღვაწეობს. Grammy-ის ნომინანტი და BBC World Music Award-ის მფლობელი, ის ცნობილია ჯაზის, კლასიკური, ელექტრონული და მსოფლიო მუსიკის გამორჩეული სინთეზით. ინოვაციური ტექნიკებისა და ცოცხალი ელექტრონული ეფექტების გამოყენებით, ის ჩელოს თანამედროვე ჟღერადობას სრულიად ახალ განზომილებას სძენს. თანამშრომლობდა საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ მუსიკოსებთან, მათ შორის Kamasi Washington-თან, Tigran Hamasyan-თან და Melody Gardot-თან, და მონაწილეობა მიუღია მსოფლიოს პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
• სამველ გასპარიანი - კლავიში
სამველ გასპარიანი სომეხი ჯაზპიანისტი, კომპოზიტორი და პედაგოგია, რომელიც ცნობილია ტრადიციული სომხური და ახლო აღმოსავლური მუსიკის თანამედროვე ჯაზთან შერწყმით. ის Universal Music-ის არტისტი და Recording Academy / GRAMMY-ის პროფესიული წევრია. ასევე, აბუ დაბიში, Berklee College of Music-ში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მისი შესრულება გამოირჩევა ექსპრესიული იმპროვიზაციითა და მუსიკალური თხრობის განსაკუთრებული სიღრმით. თანამშრომლობდა საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოსებთან, მათ შორის Esperanza Spalding-თან, Richard Galliano-სა და Arto Tunçboyacıyan-თან.
• არმან მნაცაკანიანი - დრამი
არმან მნაცაკანიანი სომეხი ჯაზდრამერია, რომელიც ცნობილია თავისი დინამიკური სტილითა და ექსპრესიული შესრულებით. ის სომხეთის სახელმწიფო ჯაზორკესტრის წევრია, მონაწილეობა მიუღია მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯაზფესტივალებში და თანამშრომლობდა მსოფლიო მასშტაბით ცნობილ მუსიკოსებთან, მათ შორის Esperanza Spalding-თან, Tigran Hamasyan-თან და Richard Galliano-სთან.
გაითვალისწინეთ, რომ 22:30 ის შემდეგ რეზერვაცია უქმდება, დაგვიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
1984 Jazz Club - რუსთაველის გამზირი N37რუკა (ახალ ჩანართში იხსნება)