იტვირთება…
14:00
ყვარლის ტბის რეზორტიKvareli lake, Kakhetiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
The Chapter - Introduction გაიმართება შაბ, 12 დეკ. ადგილი: ყვარლის ტბის რეზორტი. სალაროს ფასი 800 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
12-13 დეკემბერი, 2026 | Kvareli Lake Resort
2027 წელს, საქართველოში ახალი ამბიციური პლატფორმა იბადება.
წარმოგიდგენთ “ჩეფთერს”.
კვარტალური ღონისძიებების სერიას, რომლის თითოეული შეხვედრა განსხვავებულ თემას დაეთმობა და გააერთიანებს საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ სპიკერებს, ექსკლუზიურ მასტერკლასებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და განსაკუთრებულად დაგეგმილ გამოცდილებებს.
“შესავალი” ამ დიდი ისტორიის პირველი თავია.
ჩვენი პირველი მოწვეული სპიკერია ვახო ნიკოლავა - Nikolman-ის დამფუძნებელი და ინვესტორი. როგორც მეწარმე და ბიზნესლიდერი, ვახო გამოირჩევა ბიზნესის განვითარების ხედვით, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის უნარითა და იდეების რეალურ წარმატებად ქცევის გამოცდილებით. მისი პროფესიული გზა და დაგროვილი ცოდნა სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედონ მეწარმეობას, ინვესტიციებს, ამბიციასა და იმ აზროვნებას, რომელიც წარმატებული საქმის შექმნის საფუძველია.
თუმცა, ჩეფთერი გაცილებით მეტია, ვიდრე სცენა და სპიკერი.
ღონისძიება გაიმართება გამორჩეულ ყვარლის ტბის რეზორტში, კახეთის ულამაზეს ბუნებრივ გარემოში. პირველი შეხვედრა ორდღიან, ექსკლუზიურ გამოცდილებად იქცევა, რომელიც გააერთიანებს მეწარმეებს, პროფესიონალებს, შემოქმედებით ადამიანებსა და მათ, ვინც მუდმივად ეძებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
რას მოიცავს The Chapter - Introduction-ის გამოცდილება:
- ყვარლის ტბის რეზორტში ერთღამიან განთავსებას ორი სტუმრისთვის;
- ღონისძიებაზე დასასწრებ ორ ბილეთს;
- ინსპირაციულ საუბრებსა და გამოცდილების გაზიარებას;
- ინტერაქციულ ვორქშოფებს;
- გუნდურ აქტივობებს;
- შეხვედრებსა და ახალ პროფესიულ კავშირებს;
- ვახშამსა და ბრანჩს;
- ექსკლუზიურ წვეულებას (Afterparty).
ეს არის თქვენი შანსი, გახდეთ ახალი ისტორიის დასაწყისის ნაწილი, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს და პირველებს შორის აღმოაჩინოთ ის, რაც წინ გელოდებათ.
პირველი თავი იწყება აქ. მთავარი ისტორია კი ჯერ კიდევ წინ არის.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.