იტვირთება…
20 თარიღი · კვი, 22 ნოე – კვი, 20 დეკ
Tatuza Jazz Clubყველა თარიღი და ადგილი
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„TATUZA Jazz Club“ 20 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: კვი, 22 ნოე. ადგილი: Tatuza Jazz Club. სალაროს ფასი 48 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
Tatuza Jazz Club სასტუმრო „ტელეგრაფში“ მდებარეობს და ქართველ ჯაზის ლეგენდას, თამაზ „თათუზა“ ყურაშვილს ეძღვნება. ეს არის თბილისის ახალი კულტურული ღირსშესანიშნაობა, ადგილი, სადაც მემკვიდრეობა და საერთაშორისო ჯაზის კულტურა ერწყმის ერთმანეთს.
კლუბი ყოველთვიურად მასპინძლობს დაახლოებით 30-მდე ღონისძიებას, რომლის ფარგლებში ამერიკელი და ევროპელი რეზიდენტი ბენდების გვერდით გამოდიან საერთაშორისო ვარსკვლავები და ქართველი არტისტები. მრავალფეროვანი პროგრამა ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ მსმენელებში, ისე უცხოელ სტუმრებში და თანდათან იქცევა თბილისის ახალი მუსიკალური ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად.
• კლუბი მუშაობს ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით
• კარები იღება 21:00, კონცერტის დასაწყისი 22:00
• ასაკობრივი შეზღუდვა: +18
• ცალკეული ბილეთის ყიდვისას შესაძლებელია მაგიდის გაზიარება სხვა სტუმრებთან
• თიბისი WM ვიზა ბარათით შეძენისას ბილეთზე მოქმედებს 20% ფასდაკლება
• თიბისი კონცეპტის Visa ბარათის და Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
Tatuza Jazz ClubRustaveli 31, Tbilisi Georgiaრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)