იტვირთება…
2 თარიღი · ოთხ, 9 დეკ – ოთხ, 9 დეკ
თბილისის სპორტის სასახლეყველა თარიღი და ადგილი
ორგანიზატორი: Taemin
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
„TAEMIN - VIP packages“ 2 თარიღზე გაიმართება. უახლოესი: ოთხ, 9 დეკ. ადგილი: თბილისის სპორტის სასახლე. სალაროს ფასი 700 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
სამხრეთ კორეელმა არტისტმა TAEMIN-მა, K-pop-ის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა შემსრულებელმა, თავისი TAEMIN WORLD TOUR <LiMiNaL>-ის ფარგლებში თბილისში კონცერტი დააანონსა. კონცერტი 9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება.
TAEMIN ფართოდ არის ცნობილი როგორც წარმატებული სოლო არტისტი და პოპულარული ჯგუფ SHINee-ს წევრი. ის ასევე SuperM-ის შემადგენლობაში გამოდიოდა, რამაც მის მუსიკასა და შემოქმედებას კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორია შესძინა.
წელს TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც Coachella-ზე გამოვიდა — აშშ-ში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გავლენიან მუსიკალურ ფესტივალზე. მისმა გამოსვლამ როგორც მაყურებლის, ისე მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით კი ის ცნობილი ბრიტანული ფესტივალის BST Hyde Park-ის სცენაზეც წარდგა.
ახლა TAEMIN ფართომასშტაბიან მსოფლიო ტურნეს — <LiMiNaL>-ს იწყებს, რომლის ერთ-ერთი გაჩერება საქართველოც იქნება.
ტურნეს სახელწოდება <LiMiNaL> შთაგონებულია ლათინური სიტყვით limen, რაც „ზღურბლს“ ან „საზღვარს“ ნიშნავს. TAEMIN-ისთვის ეს საზღვარი დასასრულს კი არ წარმოადგენს, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისია. ტურნეს კონცეფცია ასახავს მის, როგორც არტისტის, განვითარებას და სურვილს, მუდმივად აღმოაჩინოს და გამოიკვლიოს საკუთარი შემოქმედების ახალი მხარეები.
<LiMiNaL>-ის კონცერტებზე მაყურებელს შეუძლია ელოდოს TAEMIN-ისთვის დამახასიათებელ შთამბეჭდავ შოუს — მუსიკის, ქორეოგრაფიის, ვიზუალური ეფექტებისა და ძლიერი სცენური ენერგიის ერთობლიობას, რომელმაც მისი გამოსვლები მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებს შორის განსაკუთრებულად პოპულარული გახადა.
თბილისი TAEMIN-ის მასშტაბური <LiMiNaL> მსოფლიო ტურნეს ერთ-ერთი გაჩერება იქნება.
VIP პაკეტების მიღება: 16:30
ღონისძიების დაწყება: 19:30
რას მოიცავს VIP პაკეტები:
Platinum: (SOLD OUT)
Fan-zone
Early entry
Soundcheck
Send-off (goodbye session)
Signed printed posters
Group photo with artist (groups of 10 fans)
Signed exclusive photocards
Gold:
Fan-zone
Early entry
Soundcheck
Send-off (goodbye session)
Signed printed posters
Group photo with artist (groups of 10 fans)
Silver:
Fan-zone
Early entry
Soundcheck
Send-off (goodbye session)
Signed printed posters
ღონისძიების ტერიტორიიდან გასული სტუმრები ტერიტორიაზე ხელახლა შესვლას ვეღარ შეძლებენ.
ღონისძიების სტუმრებისთვის მოქმედი წესები:parklive.world/terms-refunds
სპეციალური უკუკავშირის ფორმა: parklive.world/terms-refunds
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
თბილისის სპორტის სასახლეTwentysix May Square 1,Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)