იტვირთება…
15:00
ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი1 Mikheil Zandukeli Streetრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
საიდუმლო ბარათები (ინგლისურენოვანი) გაიმართება შაბ, 28 ნოე. ადგილი: ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი. სალაროს ფასი 10 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
7 ცალი პროკლამაციით დაწყებული დიდი პროტესტის ამბავი 16 წლის ბიჭებისგან, რომლებიც შემდგომში ცნობილი ქართველი დისიდენტები გახდნენ. მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და მათი 7 თანაკლასელის ისტორია, რომელიც სკოლის მერხიდან დაიწყო.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება - მერაბ კოსტავას მემორიალური მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „საიდუმლო ბარათები“ „გორგასლიანის“ და მისი 9 წევრის, 9 თანაკლასელის შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც რეპრესიებით ცნობილ საბჭოთა სისტემას დაუპირისპირდნენ.
პროგრამის მონაწილეები მოისმენენ, რა გამოხმაურება მოჰყვა მთელ საბჭოეთში მათ მიერ ჩადენილს; როგორი კონსპირაცია ჰქონდათ შემუშავებული ერთმანეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად; ამას გარდა, ინფორმაციას მიიღებენ კრიფტოგრაფიის შესახებ, რომელიც საიდუმლო დამწერლობას და მისი ამოხსნის მეთოდებს შეისწავლის და უძველეს კრიფტოგრაფიულ ნიმუშებსაც გაეცნობიან - ცეზარის ალგორითმს, ატბაშის ანბანს, ანჯანის სახელით ცნობილ ქართულ დაშიფრულ ანბანს, დედაბრულ ანბანს და სხვა ნიმუშებს.
საგანმანათლებლო პროგრამის ბოლოს მონაწილეები შეეცდებიან ამა თუ იმ სახით დაშიფრული ტექსტის ამოხსნას.
გვეწვიეთ, ჩვენთან საინტერესოცაა და სახალისოც.
მონაწილეთა რაოდენობა: 20
ასაკობრივი ჯგუფი: 14 წლიდან
ხანგრძლივობა: 90 წუთი
შაბათი: 15:00 საათი.
ღირებულება: 10 ლარი
ქ.თბილისი, მ. ზანდუკელის ქ. N 1
( +995 32) 2 305 001.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.