იტვირთება…
20:00
Bar Tsre133 Mikheili Tsinamdzghvrishvili Stრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
Riket კონცერტი თბილისში გაიმართება კვი, 6 დეკ. ადგილი: Bar Tsre. სალაროს ფასი 40 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
🇸🇪 Riket-ის ძველი სკოლის შვედური Death Metal ლეგენდები თბილისში, Bar Tsre-ში!
მოემზადეთ თავბრუდამხვევი ინტენსივობისთვის და დამანგრეველი რიფებისთვის.
Riket-ს შეუერთდებიან შვედური ანდერგრაუნდის თანამოაზრეები — Terminal Prospect, ასევე ქართული Death Metal-ის ვეტერანები — Angel of Disease და ასევე ქართული Death Metal ჯგუფი Distorment.
ყველას, ვისაც უყვარს Dismember, Entombed და Grave, არ უნდა გამოტოვოს შვედური Death Metal-ის ღამე!
🇸🇪 Riket [Death Metal]
2016 წელს დაარსებული RIKET სადებიუტო ალბომი „2026“ მსმენელს ხმოვან დროის მანქანაში ამოგზაურებს და ადამიანური შეცდომების, ტრაგედიებისა და მათი შედეგების შესახებ ცხრა მძიმე და შემაშფოთებელ ისტორიას გვიყვება.
ყველა ტექსტი შესრულებულია შვედურ ენაზე, რაც ალბომს განსაკუთრებულად აკავშირებს თავად შვედეთის კოლექტიურ მეხსიერებასთან — ისტორიებთან, მოვლენებსა და კულტურულ კვალთან, რომლებმაც ქვეყნის ბნელი წარსული ჩამოაყალიბა.
https://www.facebook.com/riket.official
https://riket.org/
🇬🇪 Angel of Disease [Progressive Death Metal]
ქართული მეტალ-ანდერგრაუნდის ერთ-ერთი ვეტერანი და გამორჩეული ძალა, რომელიც ცნობილია ინტენსიური, ტექნიკურად დატვირთული ლაივ-შოუებითა და გამორჩეული ჟღერადობით, სადაც ბრუტალურობა პროგრესულ და ექსპერიმენტულ ელემენტებს ერწყმის.
https://www.facebook.com/angelofdiseaseband
https://angelofdisease.bandcamp.com/
🇸🇪 Terminal Prospect [Thrash/Death Metal]
Terminal Prospect შვედეთში ჩამოყალიბებული Thrash/Death Metal ბენდია. ჯგუფი თავდაპირველად 2005 წელს შეიქმნა და ცნობილია ინტენსიური, აპოკალიფსური და ცხოვრებისეულ ბრძოლაზე დაფუძნებული ლირიკული თემატიკით.
ბენდმა აქტიურად იმოგზაურა მსოფლიოს მასშტაბით და არაერთ საერთაშორისო ტურნესა და ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში — Black Sea Metal Festival-ზე — და სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნეებზე.
https://www.facebook.com/Terminal.Prospect
https://www.instagram.com/terminalprospect/
🇬🇪 DISTORMENT [Groove metal/ Death Metal/ Metallic Hardcore]
ჯგუფი DISTORMENT ჩამოყალიბდა 2026 წლის იანვარში. ბენდის შემოქმედება აერთიანებს Groove Metal-ის, Death Metal-ისა და Metallic Hardcore-ის ჟანრულ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ჯგუფის ინდივიდუალურ მუსიკალურ მიმართულებასა და ჟღერადობას.
DISTORMENT-ის მუსიკა გამოირჩევა ძლიერი გრუვით, მძიმე გიტარის რიფებით, ინტენსიური რიტმული სტრუქტურებითა და აგრესიული ვოკალური შესრულებით.
ჩამოყალიბებიდან მოკლე პერიოდში DISTORMENT-ი რამდენჯერმე წარდგა სცენაზე ფართო აუდიტორიის წინაშე და უკვე მიიღო მნიშვნელოვანი საკონცერტო გამოცდილება.
ამჟამად DISTORMENT მუშაობს პირველ EP-ზე, რომლის ჩაწერის პროცესიც უკვე მიმდინარეობს. სადებიუტო რელიზი წარმოადგენს ჯგუფის შემოქმედებითი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და მიზნად ისახავს DISTORMENT-ის მუსიკალური სტილისა და ხედვის სრულფასოვან წარმოჩენას. EP-ის გამოშვება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
დასაწყისი: 6 დეკემბერი
Doors Open at 19:00
ლოკაცია: ბარი "წრე" მიხეილი წინამძღვრიშვილის ქუჩა 133.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.