იტვირთება…
13:00
მოზაიკოსი14 Zaza Panaskertel-Tsitsishvili St, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
მოზაიკის ვორქშოფი გაიმართება სამ, 22 დეკ. ადგილი: მოზაიკოსი. სალაროს ფასი 295 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
აღმოაჩინე შენში ხელოვანი და დაეუფლე უძველეს, ფერად ხელოვნებას ! გეპატიჟებით საქართველოში ერთადერთ მოზაიკის ვორქშოფზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი ხელით შექმნა ხელოვნების ნიმუში, რომელიც შენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს დაამშვენებს ან საუკეთესო საჩუქარი იქნება საყვარელი ადამიანისთვის.
ჩვენი ორდღიანი ინტენსიური კურსი მოიცავს ყველაფერს: მაღალი ხარისხის მასალებს, პროფესიონალურ ინსტრუმენტებს და გამოცდილი არტისტების დახმარებას.
რაც ყველაზე მთავარია, ვორქშოფის განმავლობაში მიიღებთ სრულფასოვან და ამომწურავ ინფორმაციას გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიის შესახებ. ეს ცოდნა მოგცემთ საშუალებას, მომავალში სრულიად დამოუკიდებლად შეძლოთ მუშაობა და ახალი იდეების განხორციელება.
არ არის საჭირო წინასწარი გამოცდილება ან ხატვის ნიჭი. მოდი, განიტვირთე მყუდრო, შემოქმედებით გარემოში, დატკბი პროცესით და შეიძინე ახალი უნარი. ადგილები შეზღუდულია!
17+ (დაიშვებიან მხოლოდ 17 წლის და უფროსი ასაკის პირები).
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.