იტვირთება…
23:00
Noble SavageRose Revolution Square, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
Lazare and Ucha at Noble Savage გაიმართება პარ, 4 დეკ. ადგილი: Noble Savage. სალაროს ფასი 50 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
4 დეკემბერს, Noble Savage-ში დაუვიწყარი საღამო გელოდებათ!
საღამოს მთავარი არტისტი ფრანგი DJ და პროდიუსერი LAZARE იქნება, რომელიც საერთაშორისო ჰაუს სცენაზე აქტიურად იკვიდრებს ადგილს. მისი გამორჩეული მუსიკალური სტილი House-ისა და Tech House-ის ჟღერადობას აერთიანებს, რომელშიც ფანკის, დისკოსა და სოულის ელემენტებიც იგრძნობა. LAZARE-ს ნამუშევრები გამორჩეული ბასლაინებითა და რიტმული ჟღერადობით ხასიათდება, რაც საცეკვაო მოედანზე განსაკუთრებულ ენერგიას ქმნის.
LAZARE-ს რელიზები ისეთ ცნობილ ლეიბლებზე აქვს გამოშვებული, როგორებიცაა Flashmob Records და Spinnin’ Deep. მის მუსიკას მხარს უჭერენ საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის სცენის არტისტები - Keinemusik, Dennis Cruz, BLOND:ISH და CamelPhat. LAZARE-ს ნამუშევრებმა მსოფლიო მასშტაბით თითქმის 50 მილიონი სტრიმი დააგროვა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას საერთაშორისო ჰაუს სცენაზე.
LAZARE-სთან ერთად, საღამოს მუსიკალურ განწყობაზე UCHA იზრუნებს - არტისტი, რომელსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. მისი გამორჩეული მუსიკალური გემოვნება და საცეკვაო მოედანზე ატმოსფეროს შექმნის განსაკუთრებული უნარი საღამოს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.
გელოდებით:
4 დეკემბერი
ბილეთები
Early bird - 50₾
პირველი კალათა- 70₾
კარზე -100₾
ლოკაცია: Noble Savage
კარის გაღება: 23:00
ასაკობრივი შეზღუდვა 21+
მაგიდის დასაჯავშნად: +995 574 28 28 98
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.