იტვირთება…
23:59
MOLEN BatumiBatumi, Sherif Khimshiashvili 12რუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
KIBE: FLORA // KVANCHI // MEMOTECH // SOPHIE PHARE // ZURKIN გაიმართება შაბ, 28 ნოე. ადგილი: MOLEN Batumi. სალაროს ფასი 55 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
28 ნოემბერს KIBE Zurkin-სა და Kvanchi-ს B2B სეტით უმასპინძლებს.
Vodkast Records-ის დამფუძნებელი და თბილისის ელექტრონული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი პიონერი, Zurkin უკვე თითქმის ორი ათწლეულია დიჯეის ამპლუაში აქტიურად მოღვაწეობს. ადგილობრივი დიჯეი, პროდიუსერი და Bassiani-ს რეზიდენტი Kvanchi კარიერის დასაწყისში დეტროიტის, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის გამორჩეული მუსიკალური ჟღერადობით იყო შთაგონებული, რამაც მისი ინდივიდუალური მუსიკალური ხედვის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მათ შეუერთდება Sophie Phare — Bassiani-ს კიდევ ერთი რეზიდენტი და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მისი მიქსები გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, მელოდიური კომპოზიციებითა და ვოკალური სემპლებით, რაც საცეკვაო მუსიკის მისეულ ხედვას ასახავს. არტისტებს შეუერთდება Memotech — ახალი თაობის დიჯეი და ფირფიტების კოლექციონერი, Clime კოლექტივის წევრი, Left Bank-ის რეზიდენტი და ბენდი Trigger-ის წევრი. მის სეტებში სხვადასხვა ჟანრი და განწყობა იყრის თავს, რაც მის სეტებს არაპროგნოზირებას ხდის. ლაინაფს დაასრულებს Flora — KIBE-ის რეზიდენტი, დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი რომლის, დინამიური სეტები ტრანსს, ბრეიქს, პროგრესივსა და ეისიდს აერთიანებს
ბილეთები:
I კალათა: 35 ₾
II კალათა: 55 ₾
III კალათა: 75 ₾
კარზე: 90 ₾
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.