იტვირთება…
19:00
TaMA18 Dimitri Arakishvili St, Tbilisi 0179რუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
ჰარი პოტერის საღამო ინგლისურად გაიმართება შაბ, 28 ნოე. ადგილი: TaMA. სალაროს ფასი 50 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
ჰარი პოტერის ჯადოსნური საღამო - საღამოს მთავარი მიზანია, ბავშვებმა ჰარი პოტერის სამყაროში განსაკუთრებული გამოცდილება მიიღონ - ჩაერთონ ჯადოსნური სკოლის ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ სამ განსხვავებულ მასტერკლასში: სამსახიობო ოსტატობაში, სიმღერასა და ცეკვაში, შეიძინონ ახალი უნარები და საღამოს ბოლოს ერთობლივად წარმოადგინონ მიღებული გამოცდილების შედეგი.
ესწრება მაქსიმუმ 45 მონაწილე
საღამოს პროგრამა:
19:00 - 19:15 სტუმრების მიღება და ფოტოსესია
სტუმრების მიღება
-ბავშვების შეკრება მთავარ სივრცეში.
- თემატური ფოტოების გადაღება.
- ფონად ჟღერს ჰარი პოტერის საუნდტრეკები.
- სივრცეში შექმნილია ჯადოსნური სკოლის ატმოსფერო.
19:15 - 19:30 - ჯგუფებად გადანაწილება
იწყება საღამოს პირველი თეატრალიზებული ნაწილი.
მთავარ სივრცეში შემოდის დამბლდორი. ცოცხალი მუსიკის ფონზე ბავშვები იკრიბებიან და იწყება ჰოგვორტსის ფაკულტეტებში განაწილება.
სცენარის განვითარება:
- დამბლდორი მიესალმება მოსწავლეებს და აცნობს მათ ჯადოსნური სკოლის წესებს.
- გამოაქვს განმანაწილებელი ქუდი.
- თითოეული ბავშვისთვის იწყება ჯგუფის შერჩევის რიტუალი.
- ბავშვები ნაწილდებიან სამ ჯგუფად.
- თითოეული ჯგუფი იღებს თავის მიმართულებას და მასტერკლასის ოთახისკენ მიემართება.
დამბლდორის მთავარი გზავნილი:
ბავშვებს ეცნობებათ, რომ მათ წინაშე სამი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათ უნდა აღმოაჩინონ საკუთარი თეატრალური, მუსიკალური და საცეკვაო შესაძლებლობები, რათა საღამოს ბოლოს ერთად შექმნან განსაკუთრებული წარმოდგენა.
19:30 - 20:15 სამი პარალელური მასტერკლასი
თითოეული ჯგუფი სამივე მასტერკლასს გაივლის. თითოეული სესია გრძელდება 15 წუთი.
1. ჯადოქრების თეატრი
- სამსახიობო ოსტატობა
- ბავშვები გაეცნობიან სამსახიობო ხელოვნების ძირითად პრინციპებს:
- ემოციების გამოხატვა;
- პერსონაჟის შექმნა;
- სწორი რეაქციები და პარტნიორთან ურთიერთობა;
- იმპროვიზაცია;
- პატარა მაგიური ეტიუდის დადგმა.
2. მაგიური სიმღერის მასტერკლასი
- ბავშვები ისწავლიან მაგიურ სიმღერას.
- სიმღერის ტექსტი მათ დახვდებათ ძველ, მაგიურ პერგამენტებზე;
- შეისწავლიან მელოდიას;
- იმუშავებენ რიტმზე და გუნდურ შესრულებაზე;
- მოემზადებიან ფინალური საერთო სიმღერისთვის.
3. ჰოგვორტსის მეჯლისის ცეკვა
- ბავშვები გაეცნობიან კლასიკური ვალსის მარტივ მოძრაობებს.
- ვალსის ძირითადი ნაბიჯები;
- წყვილებში მოძრაობა;
- ჰარი პოტერის თემატური მუსიკისთვის სპეციალური ქორეოგრაფიის შესწავლა.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.
- სამი ჯგუფი მონაცვლეობით გაივლის სამივე სივრცეს.
20:15 - 20:30 დიდი დასკვნითი წარმოდგენა
სამივე ჯგუფი ბრუნდება მთავარ სივრცეში. იწყება საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ყველა ნასწავლი ელემენტი ერთ დიდ წარმოდგენაში ერთიანდება.
რა შეიძლება ჩაიცვან ბავშვებმა?
- მუქი ტანისამოსი
- შავი ან მუქი ფერის მოსასხამი
- ჰალსტუხი ან ფერადი შარფი
- სათვალე
- თემატური აქსესუარები და ჯადოსნური ჯოხი
სპეციალური კოსტიუმის შეძენა აუცილებელი არ არის.
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.