იტვირთება…
21:00
ოლიმპიური სასახლე15ა University St, Tbilisi 0186რუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
დიდი საკრივო შოუ გაიმართება პარ, 11 დეკ. ადგილი: ოლიმპიური სასახლე. სალაროს ფასი 20 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
დიდი საკრივო შოუ - მსოფლიოს ჩემპიონისა და საქართველოს ჩემპიონის ქამრების გათამაშება
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ პროფესიონალური კრივის მორიგ გრანდიოზულ შოუს.
ქართული პროფესიონალური კრივის ვარსკვლავებთან ერთად რინგზე ვიხილავთ გამორჩეულ ახალგაზრდა და გამოცდილ მოკრივეთა დაპირისპირებებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან - ევროპული დონის შოუ, ქართული სული და ნამდვილი კრივი!
დღის მთავარ ბრძოლაში დაუმარცხებელი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გივი თოდუა, საკუთარ WBF მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს საშუალო წონაში გამოცდილი ბოთსვანელი პრეტენდენტის კაგისო ბაგვასის წინააღმდეგ 12 რაუნდიან სატიტულო ბრძოლაში დაიცავს.
სარევანშო 10 რაუნდიანი ბრძოლა შედგება საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის 66 კგ წონით კატეგორიაში დაუმარცხებელ გიორგი გიგნიაშვილსა და რეიტინგის ლიდერ გოგა ქავთარაძეს შორის
მორიგ 6 რაუნდიან მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლას გამართავს უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ თანამედროვე ქართული ქალთა კრივის სახე, 2025 წლის საუკეთესო ქალი მოკრივე, გულშემატკივრის ფავორიტი თეონა ფიროსმანაშვილი, რომელსაც უკვე გამარჯვრბათა 6 მატჩიანი სერია აქვს პროფესიონალური კრივის რინგზე.
ვიხილავთ არაერთ ქართველ მოკრივეს მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში.
ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.