იტვირთება…
17:00
Google Meet
ორგანიზატორი: Accurai
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
AI ბუღალტრებისთვის | დაზოგეთ საათები ყოველდღიურ სამუშაოში გაიმართება სამ, 24 ნოე. ადგილი: Google Meet. სალაროს ფასი 390 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
კურსი მიზნად ისახავს ბუღალტრებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის პრაქტიკული ხელსაწყოები, რომლებიც ეხმარება ყოველდღიური, განმეორებადი სამუშაოს გამარტივებაში: მონაცემების დამუშავებიდან და ანალიზიდან დაწყებული, ბიუჯეტირებით, პროგნოზირებითა და საგადასახადო პროცესებით დამთავრებული.
ღონისძიების ძირითადი თემები:
AI ინსტრუმენტები და Prompting: ChatGPT, Claude და Gemini-ს გამოყენება და ეფექტური ბრძანებების შედგენა.
რუტინის ავტომატიზაცია: Excel-ის პროცესების, მონაცემთა გასუფთავებისა და დოკუმენტების დამუშავების დაჩქარება.
ფინანსური ანალიტიკა: ბიუჯეტირება, Cash Flow-ს პროგნოზირება და ფინანსური მოდელირება.
საგადასახადო და კომუნიკაცია: კომპლაენსის (Compliance) ანალიზი და ოფიციალური მიმოწერის გამარტივება.
ტრენერი:
თეონა ქარაბაკი - ციფრული ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის პროფესიონალი.
აქვს 15+ წლიანი გამოცდილება საბანკო, იურიდიული და შესაბამისობის მიმართულებით. მუშაობს CRM, Zoho One-სა და n8n-ზე დაფუძნებული ავტომატიზაციის პროექტებზე და კომპანიებს ეხმარება AI-ისა და თანამედროვ ტექნოლოგიების პრაქტიკულ დანერგვაში.
კურსზე თეონა გაგიზიარებთ რეალურ გამოცდილებას, თუ როგორ შეუძლიათ ბუღალტრებს AI-ის გამოყენებით ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება, დროის დაზოგვა და უფრო მაღალი ღირებულების შექმნა საკუთარი კლიენტებისა და ორგანიზაციისთვის.
მსმენელებს, რომლებიც დაესწრებიან სამივე შეხვედრას, გადაეცემათ სერტიფიკატი.
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 24,25,26 ნოემბერი, 3 დღე, დღეში 2 საათი
ლოკაცია: ონლაინ Google Meet
დრო: 17:00-19:00
დამსწრეები: ბუღალტრები და ფინანსური სფეროს სპეციალისტები, ტექნიკური (პროგრამირების) გამოცდილების გარეშე
ონლაინ შეხვედრაზე დასწრებენ მხოლოდ ის მსმენელები, ვისაც წინასწარ ექნება დაფარული სწავლების ღირებულება.
ბილეთების შეძენის ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:
ვებგვერდი:https://www.accurai.ge/
Facebook: https://www.facebook.com/share/19KUvWgR7c/
FB Event: https://www.facebook.com/share/1Cd1vniT7h/
Instagram: https://www.instagram.com/accurai.consulting?igsi=MW5ibjBjeXF0amlhdA==
LinkedIn: linkedin.com/company/accurai/
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.