იტვირთება…
21:00
Mechanica Sound Club9 Dimitri Uznadze St, Tbilisiრუკა (ახალ ჩანართში იხსნება)
შეიყვანე ელფოსტა და ბილეთის განთავსებისთანავე შეგატყობინებთ.
2007 x 2k17 გაიმართება შაბ, 28 ნოე. ადგილი: Mechanica Sound Club. სალაროს ფასი 15 ₾-დან. მერცხალზე შეგიძლია სხვა მაყურებლის ბილეთი იყიდო ან შენი გაყიდო, თუ ღონისძიებაზე ვეღარ მიდიხარ.
🖤 2007 VS 2K17 🔥 — 28 ნოემბერი
ორი ეპოქა. ორი სრულიად განსხვავებული განწყობა. ერთი ღამე.
გახსოვს ის დრო, როცა ყველას გვერდზე გადაწეული ჩოლკა, შავი ფანქრით შეღებილი თვალები, ჩოკერები და ვიწრო ჯინსები გვქონდა და A-One-ზე საყვარელ კლიპებს ველოდით? შემდეგ გამოჩნდა Tumblr, Thrasher, Vans, კუბოკრული პერანგები, ბადეებიანი ტანსაცმელი, SoundCloud და სრულიად ახალი ესთეტიკა.
ეს ღამე ორ სუბკულტურას, ინტერნეტკულტურის ორ თაობასა და მუსიკის ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროს გააერთიანებს.
21:00
🖤 2007 — Emo, Pop-Punk, Alternative, A-One-ის ნოსტალგია, My Chemical Romance, Tokio Hotel, Linkin Park, Avril Lavigne.
00:00
🔥 2K17 — Tumblr-ის ესთეტიკა, Skate Culture, Thrasher-ის ეპოქა, SoundCloud რეპი და რუსული ახალი ჰიპ-ჰოპის აღმავლობა: FACE, PHARAOH, Boulevard Depo, LSP, Scriptonite, Gone.Fludd.
MySpace-დან SoundCloud-მდე. ემო ჰიმნებიდან ტრაპ ბითებამდე. A-One-ის კლიპებიდან FACE-მდე.
მოამზადე ძველი ფლეილისტები, ამოალაგე ჩოკერები, ჯაჭვები, ბადეებიანი ტანსაცმელი და საყვარელი ბენდების მაისურები.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მხარეს ხარ. ამ ღამეს ნოსტალგია გაიმარჯვებს.
აქტივობების შესახებ მალე მეტს მოგიყვებით — თვალი ადევნეთ! 🖤
📅 28 ნოემბერი
📍 Mechanica Club
9 Dimitri Uznadze St, Tbilisi
🎟 ბილეთები 15 ლარიდან
აღწერა მოწოდებულია ორგანიზატორის მიერ.
ფასი თავად დააწესე. ბილეთის გაგზავნამდე მყიდველი თანხას მერცხალს გადაუხდის, შენ კი მას ღონისძიების შემდეგ მიიღებ.