ან შეხვალ, ან ყველა თეთრს დაიბრუნებ.ბილეთის ფასი და ყველა საკომისიო — სრულად.
თანხას სრულად დაგიბრუნებთ, თუ
ბილეთი საერთოდ არ მიიღე,
ბილეთი შესასვლელთან არ დასკანერდა ან უკვე გამოყენებული იყო,
ადგილები განცხადებაში მითითებულს არ ემთხვევა, ან
ღონისძიება გაუქმდა ან ისეთ თარიღზე გადაიდო, როცა ვერ მიხვალ.
როგორ შეგვატყობინო
პრობლემის შესახებ შეკვეთის გვერდიდან შეგვატყობინე ღონისძიების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში. განხილვისას გამყიდველს თანხა არ ერიცხება — ის ჩვენთან რჩება, რათა საჭიროების შემთხვევაში დაგიბრუნოთ.
გადაწყვეტილების შეცვლას. ამ შემთხვევაში ბილეთი აქვე შეგიძლია გადაყიდო.
Mertskhali-ს გარეთ გადახდილ თანხას. ჩვენ არასდროს გთხოვთ გადახდას საბანკო გადარიცხვით, ნაღდი ფულით ან შეტყობინებაში გამოგზავნილი ბმულით.
შესვლაზე უარს პირადი მიზეზით: ფეისკონტროლი, ჩაცმის წესი, ასაკი ან კლუბის წევრთა სია. გადაწყვეტილებას ადგილის თანამშრომლები იღებენ და არა ჩვენ.
შესვლაზე უარს ბილეთზე მითითებული სახელის გამო. ზოგი ადგილი სახელს მკაცრად ამოწმებს, ზოგი — არა. ჩვენ ვამოწმებთ იმას, რისი შემოწმებაც შეგვიძლია, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ სხვის სახელზე გაცემული ბილეთით შეგიშვებენ.